ქართველი მეცო სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი, თავის სადებიუტო ალბომს გამოუშვებს. ამაში კი მას 1927 წელს დაფუძნებული ამერიკული ხმის ჩამწერი კომპანია, Sony Classical დაეხმარება.

ანიტა რაჭველიშვილის სადებიუტო ალბომის ყდა.

ფოტო: Sony Classical

ანიტას პირველი ალბომი ონლაინ 2018 წლის 2 მარტს გამოვა, CD-ის სახით კი მისი შეძენა 13 აპრილიდან იქნება შესაძლებელი. ალბომში სულ 12 სიმღერა შევა, მათ შორისაა დიმიტრი არაყიშვილის 2019 წლის ოპერა "ლეგენდა შოთა რუსთაველზე - თამარ მეფის არია".

"თამარ მეფე დღევანდელი ქართველი ქალის მაგალითია. მიხარია, რომ ეს სიმღერა ჩემს სადებიუტო ალბომში შევა, რადგან ჩემს თავს ძლიერ და წარმატებულ ქალად მივიჩნევ. სხვა თუ არაფერი, ვცდილობ, რომ ვიყო" - ამბობს ანიტა.

სრული სია კი ასე გამოიყურება:

  1. Carmen, Act I: Près des remparts de Séville (Seguidilla)
  2. Samson et Dalila, Act I: Printemps qui commence
  3. Il Trovatore, Act II: "Condotta ell'era in ceppi"
  4. Don Carlo, Act II: Canzone del velo: Nei giardin del bello
  5. Werther, Act III: Je vous écris de ma petite chambre (Letter Aria)
  6. The Legend of Shota Rustaveli: Cavatina of Queen Tamar
  7. Samson et Dalila, Act II: Mon coeur s'ouvre à ta voix
  8. The Tsar's Bride, Act I: Lyubasha's Aria: You will pay
  9. Carmen, Act I: L'amour est un oiseau rebelle (Habanera)
  10. Cavalleria rusticana: Voi lo sapete, o mamma
  11. Sapho, Act III: O ma lyre immortelle
  12. Don Carlo, Act IV: O don fatale

ამ დროისთვის, ანიტა ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში ვერდის ოპერა ტრუბადურში მონაწილეობს და აზუჩენას როლს ასრულებს. ანიტას დებიუტიის შემდეგ, ნიუ-იორკ ტაიმსმა ქართველ ოპერის მომღერალს ვრცელი სტატია მიუძღვნა.

2009 წლის ლა სკალას სეზონზე, ანიტა 25 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მომღერალი, რომელმაც კარმენის ოპერის დიდ სცენაზე დადგმისას როლი მიიღო.

"ეს ჩემთვის უდიდესი რისკი იყო, ერთი პატარა დეტალიც რომ შემშლოდა, ჩემი კარიერა დასაწყისშივე განადგურდებოდა" - ასე იხსენებს ანიტა რაჭველიშვილი მერსედესის როლს.

თუმცა მისი წარმატებული კარიერა სწორედ ამ როლმა განაპირობა. დირიჟორი დენიელ ბარენბოიმის თქმით, სწორედ მაშინ აღმოაჩინეს ანიტა რაჭველიშვილის ბუნებრივი ვოკალური ნიჭი და ქარიზმატული შესრულების მანერა.

"მან სცენაზე გაიმარჯვა. როდესაც ის თავის მუქ, გრძელ თმას არხევდა, მოხიბლული ესპანელი ჯარისკაცები მიწაზე დომინოებივით ეცემოდნენ" - წერდა ნიუ-იორკ ტაიმსი ანიტას შესახებ 2009 წელს.