საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები საკვალიფიკაციო მატჩებისთვის იკრიბება
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ილიას ზუროსმა ნაკრებში 18 კანდიდატი გამოიძახა, რომელთაგანაც 23 და 25 თებერვლის მატჩებისთვის 12 კალათბურთელს შეარჩევს. ჩინეთში 2019 წელს გასამართი მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებს საქართველოს ეროვნული ნაკრები 23 თებერვალს ავსტრიაში გამართავს, ხოლო 25-ში გერმანიას თბილისში უმასპინძლებს.
ილიას ზუროსმა ნაკრებში 2 ახალ კანდიდატს უხმო: რუსთავის სნაიპერი რეზო ჩაჩანიძე და ქუთაისის ფორვარდი აკაკი ლომოური ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახეს. ჩაჩანიძე მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელია და 3 თებერვალს ქუთაისში გამართულ ოლ-სტარში სამქულიანების კონკურსიც მოიგო. ლომოური კი სტაბილურად - შედეგიანად თამაშობს სუპერლიგის ლიდერ ქუთაისის შემადგენლობაში.
ფიბა-სა და ევროლიგის შეუთანხმებლობის გამო ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარებიან გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია, ხოლო დუდა სანაძესა და ბექა ბურჯანაძეს კვლავ ტრავმა აწუხებთ. ტრავმა მოირჩინა და ნაკრებს დაუბრუნდა ძირითადი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე, რომელიც ფორმაში არ გახლავთ, თუმცა ზუროსმა ეს გადაწყვეტილება მასთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ახალი წევრით შეივსო. მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის კიდევ ერთი ასისტენტი იქნება კლუბ მარნეულის დელტას მთავარი მწვრთნელი, თემურ კანკია. მასთან ერთად ზუროსის ასისტენტები იქნებიან დავით როგავა, ტიჰომირ ბუიანი და მილოშ გლიგორიევიჩი.
საქართველოს ეროვნული გუნდი ვარჯიშებს 18 თებერვალს, სპორტის სასახლეში დაიწყებს. სამდღიანი ვარჯიშების შემდეგ მთავარი მწვრთნელი გუნდის ძირითად 12 მოთამაშეს დაასახელებს და 21 თებერვალს ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრება. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი ავსტრიისა და საქართველოს შორის ვენაში, 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრები ავსტრიიდან იმავე ღამეს დაბრუნდება და გერმანიასთან, 25 თებერვალს გასამართი მატჩისთვის მზადებას თბილისის სპორტის სასახლეში განაგრძობს.
"ქართული კალათბურთისთვის რთული მომენტია, ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თამაშებზე სრული შემადგენლობა გვყოლოდა, თუმცა ევროლიგასა და ფიბას შორის შეუთანხმებლობის გამო, იმ მოთამაშეებს, რომლებიც ევროლიგის კლუბებში თამაშობენ, დიდი სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, არ მიეცათ საშუალება ჩამოსულიყვნენ. ამიტომ, მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ამ რთულ პერიოდში უგულშემატკივრონ ქართულ კალათბურთს, გაიზიარონ ჩვენი მდგომარეობა, რადგან სწორედ ასეთ დროს არის აუცილებელი თანადგომა", - აცხადებს ილიას ზუროსი.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები