რუსები თოვლზე "ნავალნის" წერენ - წარწერის გასაქრობად გზა მალევე იწმინდება
რუსეთში მოქალაქეებმა გზების გაწმენდის ახალ გზას მიაგნეს - დააწერე პრობლემას "ნავალნი" და ის გაქრება.
მოსკოვის მაცხოვრებელმა, ტატიანა გრიგორევამ გადაწყვიტა, გზის თოვლისგან გაწმენდის ალტერნატიული გზა მოეძებნა. ამისთვის კი საკმარისი აღმოჩნდა, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გვარი დაეწერა თოვლის გროვაზე. გზა მალევე გაწმინდეს. ინფორმაციას Meduza ავრცელებს.
"ტატიანას მეთოდი" ტვიტერში აიტაცეს, წარწერა "ნავალნი" რეგიონებშიც გაჩნდა. ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, "ტომსკის ოლქში ოპოზიციონერის გვარი ისეთი მონდომებით გააქრეს, რომ პოლიციის შენობის აღმნიშვნელი ნიშანიც მიაყოლეს."
"ტატიანას მეთოდს" თავად ალექსეი ნავალნიც გამოეხმაურა: "სერიოზულად ვფიქრობ, მეც ხომ არ ვცადო, სახლის წინ უკვე სამი კვირაა გზაა გასაწმენდი"
რუსეთის მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, ამ მეთოდით სხვადასხვა პრობლემის მოგვარება სცადონ და ტვიტერზე აქცია დაიწყო.
"ნავალნი გზის გაუმართავ მონაკვეთზე რომ დავწერო, ახალ ასფალტს დააგებენ?"
"ძველ ხიდზე ნავალნი რომ დავწერო, რამდენია იმის ალბათობა, რომ ახალი, ნორმალური ხიდი ააშენონ?"
"ნავალნი მერიას რომ დავაწერო, აიღებენ?"
"თავად ნავალნის რომ დავაწერო ნავალნი, მასაც გააქრობენ?"
მომხმარებელთა ნაწილმა კი გადაწყვიტა "ტატიანას მეთოდი" პირადი პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენოს.
"ოთახში იატაკზე რომ დავწერო ნავალნი, იმასაც დაალაგებენ?"
"საინტერესოა საგამოცდო ტესტს რომ დავაწერო ნავალნი, ჩემ ნაცვლად დაწერენ?"
"დავიწერ ნავალნის გამონაყარსა და ზედმეტ წონაზე, ეგებ და ვინმემ ისიც გააქროს"
ალექსეი ნავალნი ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდი ოპოზიციონერია. ის საპრეზიდენტო არჩევნებზე არ დაარეგისტრირეს. რუსეთის საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ნავალნი ნასამართლევია სისხლის სამართლის საქმეზე, რაც არჩევნების შესახებ კანონს ეწინააღმდეგება. თავად ნავალნი კი კონსტიტუციაზე მიუთითებს, რომელშიც თავისუფლებაში მყოფი ადამიანის ნასამართლეობის გამო უარის თქმაზე არაფერი წერია. ნავალნი რუსეთის ცესკოს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები