დონალდ ტრამპის თანაშემწეებს თაღლითობაში ადანაშაულებენ
სპეციალური გამომძიებლის რობერტ მალერის გუნდმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს, რიკ გეითსს 32-ეპიზოდიანი ბრალი წაუყენა. ბრალდებების ძირითადი ნაწილი გადასახადებისგან თავის არიდებასა და თაღლითობას შეეხება.
რიკ გეითსმა 23 თებერვალს ნაშუადღევს განაცხადა, რომ მისთვის წაყენებული ათზე მეტი ბრალიდან ორში თავს დამნაშავედ ცნობს და გამოძიებასთან ითანამშრომლებს. გეითსი ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგა და მოსამართლე ემი ბერმან ჯექსონს განუცხადა, რომ ბრალს საკუთარი ნებით აღიარებს.
გეითსს ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა პროკურორები ამბობენ, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილს გაითვალისწინებენ. პირველი, ეს არის ამერიკის სახელმწიფო ინსტიტუტების საწინააღმდეგო ქმედება, რომლითაც ის ხელს უშლიდა სამთავრობო სტრუქტურებს თავის საქმიანობის განხორციელებაში, როგორიცაა მაგალითად სახელმწიფო ხაზინა. მეორე ბრალი კი, რომელსაც გეითსი აღიარებს, ეს ყალბი ჩვენების მიცემაა.
გეითსი აღიარებს, რომ სპეციალურ გამომზიებელ მალერსა და "გამოძიების ფედერალურ ბიუროს" პირველ თებერვალს მცდარი ჩვენება მისცა 2013 წელს გამართული იმ შეხვედრის თაობაზე, რომელსაც "მთავარი ლობისტი" და კიდევ ერთი კონგრესმენი ესწრებოდა, რომლის ვინაობაც მაშინ არ დასახელებულა. გეითსმა ისიც აღიარა, რომ იცრუა, როდესაც თქვა, რომ ამ შეხვედრაზე უკრაინის შესახებ საუბარი არ ყოფილა.
უშუალოდ პოლ მანაფორტის მიმართ არსებული ბრალდებების ნაწილი საშემოსავლო გადასახადის დაბრუნების შესახებ შევსებულ განაცხადებს უკავშირდება, მეორე ნაწილი კი უცხოური ბანკებისა და ფინანსური ანგარიშების შესახებ არასწორად მიწოდებულ ან დამალულ ინფორმაციას.
გეითსს რაც შეეხება, მისთვის წაყენებული ბრალიც საშემოსავლო გადასახადის დაბრუნების მოთხოვნისას ყალბი ინფორმაციის მითითებას და ასევე უცხოური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის დაფარვას უკავშირდება. საბოლოოდ, ორივე მათგანს ამ საბანკო თაღლითობების დაგეგმვასა და მათ განხორციელებაში ედება ბრალი.
პროკურორები ამტკიცებენ, რომ ორივე მათგანი აყალბებდა ფინანსურ დოკუმენტებს, ატყუებდა საგადასახადო დოკუმენტაციის მომზადებაში დამხმარე პირებს და ასევე ახორციელებდნენ საბანკო თაღლითობას იმ თანხის გამოყენებით, რომლებსაც ისინი ოფშორული ანგარიშების მეშვეობით დაუნანებლად ხარჯავდნენ უძრავი ქონების შესაძენად, ინტერიერის დიზაინისა თუ ფუფუნების სხვა საგნებისთვის.
ამ ახალ ბრალდებამდე ერთი კვირით ადრე მალერის გუნდმა ბრალი დასდო რუსეთის 13 მოქალაქეს იმაში, რომ ისინი მასობრივი შეთქმულების მონაწილენი იყვნენ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად. თუმცა მანაფორტისა და გეითსის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები არ უკავშირდება რუსეთთან შესაძლო კავშირის შესახებ ეჭვებს. მანაფორტის პრესპიკერი ამბობს, რომ პრეზიდენტის კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ყველა საქმეში გამართლდება.
"პოლ მანაფორტი უდანაშაულოა წარმოდგენილ ბრალდებებში და სრულებით დარწმუნებულია, რომ მას გაამართლებენ. ამ ახალ ბრალდებებს, ისევე როგორც წინას, არაფერი აქვს საერთო რუსეთთან შესაძლო კავშირსა და არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან", - განაცხადა ჯეისონ მალონმა, მანაფორტის სპიკერმა.
მანაფორტის და გეითსის გარდა, გამოძიების ყურადღების ცენტრში დონალდ ტრამპთან დაახლოებული სხვა წევრებიც არიან. რობერტ მალერის გუნდმა, რომელიც სპეციალურ გამომძიებლად მაისში დაინიშნა, უნდა გამოიძიოს, ჰქონდათ თუ არა ამჟამინდელი პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის წევრებსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს კონტაქტი. პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი და კამპანიის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯორჯ პაპადოპოლუსი ასევე ბრალდებულნი არიან "გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის" ტყუილის თქმაში.
მალერის გამოძიების ერთ-ერთი მიზანი იმის დადგენაცაა, გადააჭარბა თუ არა პრეზიდენტმა უფლებამოსილებას, როდესაც გასული წლის მაისში, "გამოძიების ფედერალური ბიუროს" დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გადააყენა. მალერის გუნდმა განაცხადა, რომ პრეზიდენტისთვის კითხვების დასმა სურს, თუმცა ტრამპი ამბობს, რომ ნაკლებ სავარაუდოა, ის დაჰკითხონ.
მალერის გამოძიებას ამ დრომდე არ დაუდგენია ამერიკის რომელიმე მოქალაქის, მათ შორის პრეზიდენტის გარემოცვის წევრების, კავშირი რუსეთის ხელისუფლებასთან. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას გამომძიებლებმა რუსეთის 13 მოქალაქე და 3 ორგანიზაცია კრემლისგან მართულ შეთქმულებაში ამხილეს. შეთქმულების და მათი ქმედებების მიზანი კი დონალდ ტრამპის სასარგებლოდ, მისი მოწინააღმდეგეების რეპუტაციის შელახვა და საზოგადოებრივი განწყობების შესაბამისი ფორმირება იყო. მანაფორტი და გეითსი ამბობენ, რომ გამოძიების ამ მიმართულებისთვის სათქმელი არაფერი აქვთ.
მანაფორტსა და გეითსს თავდაპირველად, ოქტომბერში, 12-ნაწილიანი ბრალი წაუყენეს, რომლის მიხედვითაც ისინი მონაწილეობდნენ რამდენიმე-მილიონ დოლარიან თაღლითობაში. ფედერალური სასამართლოს მაშინდელი ბრალდებით, მანაფორტი, რომელიც ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას, სამი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, უცხო ქვეყნის მთავრობის, კერძოდ, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის პრო-რუსული "რეგიონების პარტიის" ლობისტად, კანონის დარღვევით, რეგისტრაციის გარეშე მუშაობდა. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ეს საქმიანობა უფრო ფართო სქემის ნაწილი იყო, რომელშიც გეითსიც მონაწილეობდა. პროკურატურის მტკიცებით, ისინი ცდილობდნენ, შეერთებულ შტატებში იმ პარტიის ინტერესები გაეტარებინათ, რომელიც უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და უკრაინაში პრორუსულ პოლიტიკას ატარებდა.
ბრალდების თანახმად, მანაფორტი და გეითსი შეერთებულ შტატებში 12 ორგანიზაციას, კვიპროსში აგრეთვე 12 ორგანიზაციას და უცხოურ ქვეყნებში კიდევ სამ ორგანიზაციას აკონტროლებდნენ, რომელთა ოფშორულ ანგარიშებზე, საერთო ჯამში, 75 მილიონმა დოლარმა გაიარა. მანაფორტს 18 მილიონი დოლარის, გეითსს კი სამი მილიონი დოლარის გათეთრება ედება ბრალად.
პარტნიორებს და კოლეგებს ახლა სხვა ბრალდებებიც დაემატათ. როგორც ირკვევა, ისინი ოფშორული თანხების ტრანზაქციებისთვის ხანგრძლივად ატყუებდნენ ბანკებს. არაკანონიერი, ფარული ლობისტური საქმიანობიდან მიღებულ მილიონობით დოლარს ოფშორული კომპანიებიდან მიღებულ სესხებად ასაღებდნენ და გადასახადებსაც ირიდებდნენ თავიდან. ასეთივე თაღლითური სქემებით, მათ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან 20 მილიონ დოლარზე მეტი სესხებიც მიიღეს.
მას შემდეგ კი, რაც 2014 წლის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა და მოსკოვში გაქცეულიყო, მანაფორტის შემოსავალი უეცრად შემცირდა.
ბრალდების ახალი ცნობებით, თაღლითურად მიღებული თანხის ოდენობა 30 მილიონს აღწევს. გარდა ამისა, მანაფორტი და გეითსი 2010-დან 2014 წლამდე ამერიკის შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენილ დოკუმენტებში გამუდმებით მალავდნენ თავიანთ უცხოურ ანგარიშებს. ფედერალური სამსახურისთვის ყალბი ცნობების მიწოდებისთვის მათ შეიძლება ცალკე ბრალიც წაუყენონ.
პოლ მანაფორტი ამ დროისთვის შიდა პატიმრობაში რჩება. გეითსმა კი ადვოკატები შეცვალა და გუშინ მისი ინტერესების დამცველად სრულიად ახალი პირები გამოცხადდნენ.
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
კომენტარები