არც ისე დიდი ხნის წინ, ქართულ ოჯახებში განსაკუთრებული ტრადიცია არსებობდა - საღამოობით, ყველა ერთად ვისხედით ტელევიზორთან და უცხოური საპნის ოპერების მორევში ვიძირებოდით. სად იყო ინდური და თურქული სერიალები, ქართულ ტელევიზიაში მექსიკური, ესპანური და ბრაზილიური სერიალების ბუმი რომ იდგა. მათ შორის კი განსაკუთრებული ადგილი ეკავა სერიალს, რომელმაც მთელი საქართველო ჩაითრია დრამებში - რა თქმა უნდა, ფარულ ვნებაზეა საუბარი.

სამი შურისმაძიებელი ძმის და სამი დის სიყვარულის ისტორიამ ჩვენი ყოველდღიურობა იმდენად შთანთქა, რომ მათ გამოსახულებებს ყველგან ვხედავდით - პოსტერებზე, რვეულის გარეკანზე, მაისურებზე. ამ სერიალმა ქართულ მოდაზეც კი იქონია გავლენა და კოვბოის ქუდები, ფოჩებიანი შარვლები და კორსეტიანი ზედები ტრენდად იქცა.

როგორც არ უნდა უარყოთ, მაინც არავინ დაგიჯერებთ, რომ ამ სერიალს არ უყურებდით. ამიტომ, ჯობია, შემოგვიერთდით და გაარკვიოთ, სერიალის რომელი პერსონაჟი იქნებოდით.

როგორი მუსიკა მოგწონს?

რითი ერთობი პარასკევობით?

რას ჩაიცვამდი ჰელოუინზე?

როგორ მეორე ნახევარს ისურვებდი?

როგორ აწონებთ თავს ინტერესის ობიექტს?

სად გექნებოდა სექსი საყვარელ ადამიანთან?

რას იზამდი, ბევრი ფული რომ მოგეგო?

როგორი ფილმები მოგწონს?

რომელი ტრანსპორტით წახვიდოდი სამოგზაუროდ?

თუკი უფროსი შვებულებას არ გაძლევს, რას გააკეთებ?

არჩევანი რომ გქონდეს, როგორ სამსახურს ისურვებდი?

სად გადახვიდოდი საცხოვრებლად ოჯახთან ერთად?

ერთი სურვილი რომ გქონდეს, ოქროს თევზს რას სთხოვდი?