საია და GDI: შეწყდეს სუბიექტური შეხედულებით სასამართლოებში თავმჯდომარეების დანიშვნა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს შეწყვიტოს სუბიექტური შეხედულებებით სასამართლოებში თავმჯდომარეების დანიშვნა. ორგანიზაციების განმარტებით, დაუშვებელია თავმჯდომარეები თანამდებობაზე ინიშნებოდნენ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებისა და პროცედურის არარსებობის პირობებში. ამ შინაარსით ერთობლივი განცხადება ორგანიზაციებმა დღეს, 26 თებერვალს გაავრცელეს.
"დაუშვებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარედ დაინიშნოს სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის წევრი. აღნიშნული კიდევ უფრო გააძლიერებს კლანურ მმართველობას სასამართლო სისტემაში, მნიშვნელოვნად გაზრდის ინდივიდუალურ მოსამართლეზე კონტროლის რისკებს და დამღუპველია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის", - აღნიშნულია არასამათავრობო ორგანიზაციების განცხადებებში.
მათ მიაჩნიათ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ, მიხეილ ჩინჩალაძე კლანური მმართველობის ერთ-ერთი წარმომადგენელია დანიშნული. ამ გარემოების გამო, საია-სა და GDI-ში ფიქრობენ, რომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ ისეთი მოსამართლე უნდა დაინიშნოს, რომელიც ვერ მოექცევა შიდა გავლენის ქვეშ.
"სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფი უმეტესად სწორედ სასამართლოების თავმჯდომარეებისაგან შედგება. გავლენიანი ჯგუფის წევრები არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლეებიც, რომლებიც ან სასამართლოს თავმჯდომარეობის ნიშნით აირჩევიან ამ თანამდებობაზე, ან საბჭო ნიშნავს მათ თავმჯდომარეებად მას შემდეგ რაც ისინი საბჭოს წევრები გახდებიან", - ვკითხულობთ განცხადებაში.
მათ მიაჩნიათ, რომ სასამართლოს თავმჯდომარეების არასათანადო გაძლიერებას და თავმჯდომარის თანამდებობით მანიპულირებას ხელი შეუწყო სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მიღებულმა ცვლილებებმა.
"სწორედ მესამე ტალღის რეფორმის შედეგად იქნა გაუქმებული შეზღუდვა, რომელიც სასამართლოების თავმჯდომარეებს უკრძალავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობას", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები