10 ქვეყანა, რომელიც საქართველოზე პატარაა, მაგრამ უფრო წარმატებულია
საქართველო მსოფლიოს 232 ქვეყნიდან, 69 700 კმ² ფართობით, 121-ე ადგილს იკავებს. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილი დღემდე თვლის, რომ სხვა ობიექტურ მიზეზებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მისი პატარა ფართობია.
რა თქმა უნდა, დიდი ტერიტორია და შესაბამისად გაცილებით მეტი ბუნებრივი რესურსი, ქვეყნის წარმატებასა და განვითარებაში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს, თუმცა ეს სულაც არაა ერთადერთი ფაქტორი.
დღეს კი სწორედ იმ ქვეყნებზე მოგიყვებით, რომლებიც საქართველოზე გაცილებით პატარა, მაგრამ ეკონომიკური განვითარებითა და ცხოვრების დონით, საკმაოდ წარმატებულები არიან.
1. ლიეტუვა - 65 300 კმ²
ლიეტუვა ბალტიისპირეთის ყველაზე დიდი სახელმწიფოა თუმცა, მას საქართველოზე პატარა ფართობი აქვს. ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, რომლის ეკონომიკაც $50 მილიარდს აჭარბებს, 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. 2007-2008 წლებში მომხდარ ფინანსურ კრიზისამდე კი ლიეტუვას ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ჰქონდა.
2. ლატვია - 64 589 კმ²
ლატვია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა, თუმცა მისი ეკონომიკა, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა ზღვაოსნობა და თევზჭერაა, საკმაოდ კარგად არის განვითარებული. აქ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე $16 620 შეადგენს, რაც საქართველოზე ხუთჯერ დიდი მაჩვენებელია.
3. დანია - 43 094 კმ²
დანია 1973 წლიდან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა, ქვეყანას განვითარებული საბაზრო ეკონომიკა აქვს და მთლიანი შიდა პროდუქტის მხრივ ერთ სულ მოსახლეოზე მე-16 ადგილს იკავებს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, დანიაში ყველაზე თავისუფალი შრომითი ბაზარია შექმნილი.
4. ნიდერლანდები - 41 543 კმ²
სახელმწიფო ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, რომლის ფართობიც სულ 41 543 კმ²-ს შეადგენს, მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. ნიდერლანდების ეკონომიკა $800 მილიარდს აჭარბებს და მსოფლიოს მასშტაბით მე-12 ადგილზეა.
5. შვეიცარია - 41 284 კმ²
გარდა იმისა, რომ შვეიცარია საკმაოდ პატარა სახელმწიფოა, აღსანიშნავია ისიც, რომ მას ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია. ეს გარემოებები კი სულაც არ უშლის ხელს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო იყოს. შვეიცარიამ 1815 წელს მუდმივი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრი გახდა.
6. ბელგია - 30 528 კმ²
ბელგია ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფოა, მისი ეკონომიკა $500 მილიარდს აჭარბებს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს ოცეულში შედის. ის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ევროკავშირისა და გაეროს წევრი ქვეყანაა.
7. ალბანეთი - 28 748 კმ²
28 748 კმ² ფართობის სახელმწიფოში, რომელიც ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ალბანეთის მთლიანი ეკონომიკა $32 მილიარდს შეადგენს, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი $11,700-ს შეადგენს.
8. ისრაელი - 22 072 კმ²
ისრაელი სამხრეთ-დასავლეთ აზიაში მდებარეობს და საქართველოს დაახლოებით 3-ჯერ ჩამოუვარდება ფართობით. ამ პატარა ქვეყნის ეკონომიკა სიდიდით 44-ეა მსოფლიოში.
9. მალტა - 316 კმ²
მალტის ფართობი სულ 316 კმ²-ია, ამიტომ ის ჯუჯა სახელმწიფოდ ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ მალტის ეკონომიკა სულ $8 მილიარდს შეადგენს, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით ის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.
10. მონაკო - 1.95 კმ²
მონაკო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა, მისი ფართობი სულ რაღაც 1.95 კმ²-ია. ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად ტურიზმზეა დამოკიდებული. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე $78 700-ია.
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
კომენტარები