როგორც აღმოჩნდა, ოსკარის მფლობელ ჯენიფერ ლოურენსს სკოლა არ აქვს დამთავრებული და ამას არც ნანობს.

"არ ვნანობ, რომ სკოლა არ დამიმთავრებია, არც დიპლომი მაქვს და არც რაიმე საბუთი. საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ თვითნასწავლი ვარ. ყოველთვის მსურდა, რომ ჩემი გზა ამერჩია, გამეკეთებინა ის რაც მსურდა, სწორედ ამიტომ 14 წლის ასაკში მივატოვე სკოლა, დავისახე მიზანი და ახლა სწორედ იქ ვარ, სადაც ყოველთვის მსურდა ყოფნა", - ამბობს ლოურენსი

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლოურენსის ახალი ფილმის, Red Sparrow, პრემიერა გაიმართა.

ფილმი რუსი ჯაშუშის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც CIA-სთან იწყებს თანამშრომლობას.

ლოურენსის პერსონაჟი რუსი ბალერინა დომინიკაა, რომელსაც ბეღურების სკოლაში ასწავლიან როგორ გამოიყენოს თავისი სხეული და გონება ადამიანების მოკვლისთვის.

ფილმი ემა უოტსის 2013 წელს გამოქვეყნებულ წიგნს ეფუძნება, სადაც ერთ-ერთი საკვანძო პერსონაჟი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია, თუმცა რეჟისორმა და სცენარისტმა გადაწყვიტეს, რომ არ არის საჭირო რუსეთის პრეზიდენტს ადგილი დაუთმონ ფილმში.

გარდა ამისა, წინა კვირას მსახიობმა თქვა, რომ კარიერაში ერთწლიან პაუზას იღებს და აქტივიზმში მიდის.