ცოტა ხნის წინ განელმა კაცმა ფეისბუქსე პოსტი დადო, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

საქმე ის არის, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლები, განელი პედაგოგის სწავლების უცნაური და ორიგინალური მეთოდით განცვიფრებულები დარჩნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ინფრასტრუქტურა ამის საშუალებას არ იძლეოდა, ავორა კვადვომ ინფორმატიკის გაკვეთილების სრულყოფილად ჩასატარებლად გენიალურ ხერხს მიაგნო და საჭრო პროგრამების საფუძვლიანად ასათვისებლად, დაფაზე ვიზუალური გამოსახულებები დახატა.

ფოტო: boredpanda

დიახ, გაგიკვირდებათ და ის მოსწავლეებს Word-ის პროგრამას დაფის დახმარებით ასწავლის.

"ყველა მასწავლებელს ბავშვებისთვის ცოდნის გაზიარების საკუთარი გზა აქვს, დაფაზე ხატვა კი სწავლების ჩემებური ხერხია", - ამბობს ავორა.