20 ფაქტი, რომელიც ფილმ "მებრძოლთა კლუბის" შესახებ არ იცოდით
ალბათ ყველას კარგად გახსოვთ დეივიდ ფინჩერის არაჩვეულებრივი ფილმი მებრძოლთა კლუბი, რომელიც ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით არის გადაღებული. ბევრ თქვენგანს შესაძლოა რამდენჯერმეც ჰქონდეს ეს ფილმი ნანახი, მაგრამ უამრავი დეტალი არ გქონდეთ შემჩნეული. ისევე როგორც წიგნი, ფილმიც ბევრი სიმბოლური ნიშნით არის სავსე და დროა, გამოვააშკარავოთ თითოეული მათგანი.
1. ფილმის დასაწყისში, ტრადიციული გაფრთხილების შემდეგ, კიდევ ერთი გაფრთხილება ჩნდება სულ რაღაც ერთი წამით, რომლის წაკითხვაც ფილმის გაჩერების გარეშე შეუძლებელია
"თუ ახლა ამას კითხულობ, ეს გაფრთხილება შენთვისაა. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ უაზრო პოსტერზე კითხულობ, შენი ცხოვრები მომდევნო წამია. რა, სხვა საქმე არაფერი გაქვს? შენი ცხოვრება მართლა იმდენად ცარიელია, რომ სხვა ვერაფერი მოიფიქრე დროის გასატარებლად? იქნებ იმდენად ხარ ხელისუფლებით აღფრთოვანებული, რომ შენს ნდობასა და პატივისცემას უდასტურებ ყველას, ვინც ამას ითხოვს? ნამდვილად კითხულობ ყველაფერს რასაც წესით უნდა კითხულობდე? ნამდვილად ფიქრობ ყველაფერს, რასაც წესით უნდა ფიქრობდე? ყიდულობ იმას, რაზეც გეუბნებიან რომ უნდა გინდოდეს? კარგი რა, დროზე გაეტიე შენი სახლიდან. შეხვდი საპირისპირო სქესის წარმომადგენელს. შეწყვიტე გადამეტებული მასტურბაცია და შოპინგი. თავი დაანებე სამსახურს და დაიწყე ბრძოლა. დაამტკიცე, რომ ცოცხალი ხარ. თუ თავად არ გამოცდი შენს ადამიანურობას, საშუალო სტატისტიკურად იქცევი. მე შენ გაგაფრთხილე... ტაილერი".
2. რეჟისორი დეივიდ ფინჩერი ინტერვიუებში ამტკიცებდა, რომ მებრძოლთა კლუბის ყველა სცენაში სტარბაქსის მინიმუმ ერთი ჭიქა მაინც ჩანს
3. სანამ ტაილერის პერსონაჟს პირადად გავიცნობდეთ, ფილმში ის ოთხჯერ ჩნდება.
4. ფილმის საწყის სცენებში, სადაც ედვარდ ნორტონის პერსონაჟი ტელევიზორს უყურებს, ეკრანზე Bridgeworth-ის კოსტიუმის რეკლამა ჩნდება...
რომელშიც ბრედ პიტიც მონაწილეობს...
5. გამოქვაბულის სცენაში სუნთქვისას ამოსული ორთქლი, სინამდვილეში ლეონარდო დიკაპრიოს სუნთქვის ორთქლია ტიტანიკიდან, რომელიც მებრძოლთა კლუბში გრაფიკულად გადმოიტანეს
6. ბრედ პიტი ცდილობდა დაერწმუნებინა მშობლები, რომ ფილმი არ ენახათ, მაგრამ ისინი გაუძალიანდნენ, თუმცა ამ სცენის ნახვის შემდეგ მიხვდნენ, რომ შეცდნენ
7. გადაღებების დაწყებამდე, ედვარდ ნორტონი და ბრედ პიტი მართლა ემზადებოდნენ კრივში და საპნის დამზადებასაც სწავლობდნენ
8. IMDb-ზე დაყრდნობით, ბრედ პიტი ფილმის გადაღებისას მართლა მისულა კბილის ექიმთან, რომ წინა კბილებისთვის ასეთი ფორმა მიეცა:
9. ჰელენა ბონემ კარტერი, რომელიც სიმაღლეში 157 სანტიმეტრია, უზარმაზარ ფეხსაცმელებს იცმევდა, რათა გატოლებოდა ბრედ პიტსა (180 სმ) და ედვარდ ნორტონს (183 სმ)
10. ამ სცენაში, რომელშიც მებრძოლთა კლუბის წევრი მღვდელს წყლით წუწავს, კადრი ირყევა, რადგან ოპერატორი სიცილისგან კინაღამ გადაბჟირდა
11. სანამ ტაილერ დერდენის როლზე ბრედ პიტი დამტკიცდებოდა, პროდიუსერები ფიქრობდნენ, რომ ეს როლი რასელ ქროუს უნდა შეესრულებინა
12. რაც შეეხება ედვარდ ნორტონის პერსონაჟს, ამ როლზე შონ პენი და მეტ დეიმონი განიხილებოდნენ
13. ამ სცენაში, სადაც მარლა და ტაილერი სექსის შემდეგ საუბრობენ, მარლას უნდა ეთქვა "მინდა შენს შვილზე აბორტი გავიკეთო", თუმცა Fox-ის პროდიუსერმა ლაურა ზისკინმა დიალოგის შეცვლა მოითხოვა. სცენარისტმა მისი აზრი გაითვალისწინა და მარლამ თქვა: "დაწყებითი კლასების მერე ასე არავის გავუჟიმივარ". ფილმის ნახვის შემდეგ, ლაურა მიხვდა, რომ ეს ტექსტი კიდევ უფრო დისკრიმინაციული იყო, მაგრამ ვერაფერს შეცვლიდა
14. სცენაში, რომელშიც ნორტონის პერსონაჟი პირველად ურტყამს ტაილერ დერდენს, ედვარდ ნორტონს რბილად უნდა დაერტყა, თუმცა სცენა კარგი არ გამოდიოდა, ამიტომ დევიდ ფინჩერმა ნორტონს უთხრა, რომ ნამდვილად დაერტყა ტაილერისთვის. ბრედ პიტის ოხვრა ტკივილზე ნამდვილი ემოციაა, რაზეც ედვარდ ნორტონს ალბათ ძალიან ეცინება
15. ფილმში მარლა ზინგერს ზუსტად ის ნომერი აქვს, რომელიც ტედის Memento-ში
16. როდესაც ტაილერ დერდენი სიტყვით მიმართავს მებრძოლთა კლუბის წევრებს, როკვარსკვლავების ხსენებისას ის პირდაპირ თვალებში უყურებს ჯარედ ლეტოს, რომელიც იმ დროს უკვე ცნობილი მომღერალი იყო
"ჩვენ ყველანი გავიზარდეთ ტელევიზორის ყურებაში და დაგვაჯერეს, რომ ერთ დღესაც გავიზრდებით და ყველანი ვიქნებით მილიონერები და როკვარსკვლავები, მაგრამ ჩვენ ამის შანსი არ გვაქვს".
17. ფილმში არის რიგი მინიშნებები იმის გამოსაცნობად, რომ ტაილერ დერდენი რეალურად ნორტონის პერსონაჟია
მაგალითად, როცა ისინი ერთად არიან ავტობუსში, მთხრობელი ბილეთს ერთი ადამიანისთვის იღებს. არის კიდევ ერთი სცენა მანქანაში, რომელშიც საჭესთან ტაილერი ზის, ხოლო მანქანიდან გადმოსვლისას, ნორტონის პერსონაჟი საჭის მხრიდან გადმოდის.
18. ბრედ პიტმა და ჰელენა ბონემ კარტერმა სამი დღე მოანდომეს უხილავი სექსის სცენების ორგაზმის ხმების ჩაწერას
19. ფონტს, რომლითაც პოსტერზე მებრძოლთა კლუბის მონაწილეების სახელები წერია, Fight This ქვია
20. სულ ბოლო სცენაში, სადაც მთხრობელი და მარლა ზინგერი შენობების ნგრევას უყურებენ, არასრული ერთი წამით ჩნდება ერთი კადრი, რომელზეც გამოსახულია მამაკაცის გენიტალიები. სწორედ ამას აკეთებდა ტაილერ დერდენი, როცა კინომექანიკოსად მუშაობდა
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები