ათწლიანი პაუზის შემდეგ სენატში ნატოს სადამკვირვებლო ჯგუფი აღადგინეს
ოთხშაბათს, 28 თებერვალს, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა სენატორმა, ტომ ტილისმა ორპარტიული ჯგუფის მუშაობა განაახლეს, რომელიც ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან კონგრესის კავშირის განმტკიცებისთვის არის გამიზნული.
სენატორების ორპარტიულ ჯგუფს, რომლის შესახებ სენატში განაცხადეს, სენატის ნატოს სადამკვირვებლო ჯგუფი ეწოდება.
ჯგუფის ხელახლა შექმნის იდეა, სავარაუდოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმ წინააღმდეგობრივ კომენტარებს მოჰყვა, რომლებიც ამერიკის მხრიდან ევრო-ატლანტიკური ალიანსის მიმართ პასუხისმგებლობისა და ვალდებულების შესაძლო შემცირებას უკავშირდებოდა.
თავდაპირველად, სენატის ეს ჯგუფი 1997 წელს დაარსდა და მან ნატოს გაფართოების ბევრ რაუნდს გაუწია ზედამხედველობა. გარდა ამისა, ის შეერთებული შტატების სხვადასხვა ადმინისტრაციებს, ნატოსა და კონგრესს შორის საკოორდინაციო ცენტრის მოვალეობას ასრულებდა. ჯგუფმა არსებობა 2007 წელს შეწყვიტა.
სენატის ნატოს სადამკვირვებლო ჯგუფის თანათავმჯდომარე სენატორმა შაჰინმა თქვა, რომ დღეს ნატოსა და ამერიკას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ისეა საჭირო, როგორც არასდროს.
"ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, არსებობს იმის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ შეერთებულმა შტატებმა ნატოსთან მჭიდროდ ითანამშრომლოს, რათა პასუხი გასცეს დასავლური დემოკრატიების წინაღმდეგ მიმართულ, მუდმივად პროგრესირებად საფრთხეებს, განსაკუთრებით კრემლიდან მომდინარე საფრთხეებს", - თქვა სენატორმა შაჰინმა.
მისივე თქმით, "მართალია ნატო თავდაცვითი ალიანსია და ჩვენი მიზანი აგრესიის დამარცხებაა, მაგრამ თუ ჩვენს მიმართ აგრესია განხორციელდა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ამის გამო, შეერთებული შტატების სენატისთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ნატოს განვითარების საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე დაკვირვების საქმეში აქტიური როლის თამაში."
ჯგუფის რესპუბლიკელმა თანათავმჯდომარემ, სენატორმა ტომ ტილისმა თქვა, რომ ჯგუფის აღდგენის მთავარი მიზეზი მოკავშირეებისთვის გზავნილის მიწოდებაა - შეერთებული შტატების კონგრესი ნატოს მხარში უდგას. "ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ნატოს ახალ წევრებს და შესაძლოა სხვებსაც", - თქვა სენატორმა ტილისმა და დასძინა, რომ "ერთი რამ, რაც დასავლეთის ყველა ქვეყანას, ყველა თავისუფალ ქვეყანას საერთო აქვს, არის ის, რომ ნატო მთელს მსოფლიოში დამამშვიდებელ გავლენას ახდენს და მსოფლიო უსაფრთხოებაში, სავარაუდოდ, ერთ-ერთი უდიდესი წვლილი შეაქვს."
ჯგუფის შექმნის გამოცხადებას ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ევროპის საქმეებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვესტ მიჩელი ესწრებოდა. სენატის ნატოს ჯგუფის გახსნაზე ადმინისტრაციის წევრის დასწრება იმის ნიშანია, რომ თეთრი სახლი ნატოსთან ურთეირთობას პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევს და მოკავშირეების მიმართ მხარდაჭერას უერთდება.
"ამერიკა ნატოს მიმართ ერთგული რჩება", - თქვა ვეს მიჩელმა. "დღევანდელ მსოფლიოში არ არსებობს საგარეო პოლიტიკის არც ერთი დიდი გამოწვევა, რომლის წარმატებით დაძლევის მოლოდინი შეერთებულ შტატებს ან ევროპას ერთმანეთის გარეშე შეიძლება ჰქონდეთ. ჩვენი ერთობა, დიდი ფასეულობის მქონე სტრატეგიული აუცილებლობა და ეროვნული რესურსია. ამერიკამ უნდა გააგრძელოს დასავლეთის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება და ეს საქმე არასდროს ყოფილა უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე დღეს", - დასძინა მან.
ნატოს სადამკვირვებლო ჯგუფში, მისი ხელახლა დაარსებისთანავე, 100 სენატორიდან 10 წევრი დაინიშნა. თუმცა თანათავმჯდომარეები იმედოვნებენ, რომ სენატის რესპუბლიკელ და დემოკრატ ლიდერებთან იმუშავებენ, რათა ჯგუფში ჩართულობა უფრო მრავალრიცხოვანი იყოს და მასში ის სენატორებიც დაინიშნონ, რომლებიც ამჟამად ეროვნული უსაფრთხოების სხვადასხვა კომიტეტში არ მსახურობენ.
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
კომენტარები