ჩვენ არავინ გვისმენდა, მოგვისმინეთ ახლა - პუტინმა ახალი ბირთვული იარაღი წარადგინა
ფედერალურ საბჭოსთან გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ახალი ბალისტიკური რაკეტები და მრავალფუნქციური ბირთვული იარაღი წარადგინა. პრეზიდენტის შეხვედრა ფედერალურ საბჭოსთან, ქვეყნის მმართველის კონსტიტუციური ვალდებულებაა, თუმცა 2017 წელს პუტინმა ეს ვალდებულება არ შეასრულა და შეხვედრა 2018 წლის 1-ლი მარტისთვის გადაიტანა.
როგორც წესი, პრეზიდენტის მიმართვა რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი, მათ შორის, ინფრასტრუქტურა, კორუფცია, ადამიანური კაპიტალი, საერთაშორისო ურთიერთობები, თუმცა ამჯერად პუტინმა დროის ნახევარი აშშ-სთან დაპირისპირების საკითხებს დაუთმო.
საკუთარ მიმართვაში პუტინმა აშშ-სთან დაკავშირებულ საკითხებზე 48 წუთის განმავლობაში საუბრობდა. მიმართვა სულ ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. წელს, ასევე, შეიცვალა შეხვედრის ტრადიციული ადგილი და მიღება კრემლის ნაცვლად მანეჟის მოედანზე გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა როგორც ფედერალური საბჭოს წევრები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი და რუსეთის ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირები.
მიმართვაში პუტინმა აღნიშნა, რომ აშშ ცალხმრივად გავიდა რაკეტ საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შეზღუდვის შეთანხმებიდან:
"ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით დაგვერწმუნებინა ამერიკელები არ გასულიყვნენ ამ შეთანხმებიდან, თუმცა ჩვენი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა".
პუტინის თქმით, მიუხედავად მიმდინარე მოლაპარაკებებისა და გაფრთხილებებისა აშშ აგრძელებდა ბირთვული პოტენციალის ზრდას:
"რა გავაკეთეთ ჩვენ პროტესტების და გაფრთხილებების გარდა? რითი უპასუხა რუსეთმა ამ გამოწვევას? ამ კითხვის შემდეგ დარბაზში წინასწარ დამონტაჟებულ ეკრანებზე დაიწყო ახალი რუსული შეიარაღების დემონსტრირება".
პრეზენტაცია ახალი საკონტინეტშორისო მძიმე სარაკეტო კომპლექსი სარმატის წარდგენით დაიწყო. პრეზენტაციის ვიდეოს თან ახლდა კომპიუტერული გრაფიკა რომელიც რაკეტის ფრენის ტრაექტორიას ასახავდა.
"ნებისმიერი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ჩვენთვის უკვე არანაირ ბარიერს აღარ წარმოადგენს. სარმატის მოქმედების სიშორე შეუზღუდავია, ფრენის ტრაექტორიის განსაზღვრა შეუძლებელია".
პუტინმა, ასევე, ისაუბრა ახალი ბირთვული იარაღის წარმატებული ტესტირების შესახებ. მისი თქმით, ახალმა შეიარაღებამ წარმატებით გაირა თავდაცვითი სისტემების დაძლევის პროცესი:
"რადგანაც რაკეტის ფრენის მანძილი შეუზღუდავია, მას შეუძლია მანევრირება მანამ გააგრძელოს სანამ მიზანს არ მიაღწევს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მან, ასევე, ახალი ზებგერითი შეიარაღება წარადგინა: "მსგავსი შეიარაღების ფლობა უმნიშვნელოვანესია, ახალი შეიარაღება პრაქტიკულად უნაკლოა, მსაგვსი იარაღის ქონა ნებისმიერ დასავლურ სახელმწიფოს სურს, რუსეთს ესეთი იარაღი უკვე აქვს".
ამავე პრეზენტიაზე გაიმართა, ატმოსფეროს ზედა ფენებში მანევრირებისთვის განკუთვნილი ზებგრითი სარაკეტო სისტემის ავანგარდის წარგენა. პუტინის თქმით, იარაღის სიჩქარე ზებგერითია და იგი მიუწვდომელი იქნება მოწინააღმდეგების თავდაცვითი სისტემებისთვის.
"ჩვენ არავინ გვისმენდა, მოგვისმინეთ ეხლა. იმედი მაქვს რაც აქ იქნა ნათქვამი და ნაჩვენები გამოაფხიზლებს პოტენციურ აგრესორს", - პუტინს არ დაუკონკრეტებია თუ ვის გულისხმობდა "პოტენციურ აგრესორში", თუმცა საკუთარი გამოსვლის თითქმის ნახევარი მან აშშ-ზე საუბარს დაუთმო.
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები