ილია II რუსეთის პატრიარქს: გამოიყენეთ ავტორიტეტი, დაგვეხმარეთ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნებაში

ფოტო: საპატრიარქო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისათვის დახმარების თხოვნით მიმართა.
"ვიცით, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა არ შედის თქვენი უწმინდესობის კომპეტენციაში, მაგრამ გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი მაღალი ავტორიტეტი და გვიშუამდგომლოთ შესაბამისი ორგანოების წინაშე, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს", - წერია ოფიციალურ წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო რუსულ და ქართულ ენაზე აქვეყნებს.
ტატუნაშვილის ოჯახის წევრები, მათივე ინიციატივით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს პირველ მარტს შეხვდნენ. მათ გარდაცვლილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემასთან დაკავშირებით დახმარება ითხოვეს.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოსურ მხარეს თბილისისთვის 24 თებერვალს უნდა გადმოეცა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ პოზიცია შეცვალა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები