თსუ-ში საბაკალავრო პროგრამის პარალელურად მედიის კოლეჯი იქმნება - რა განსხვავება იქნება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამისგან დამოუკიდებლად, მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი იქმნება. კოლეჯის შექმნის ბრძანება მთავრობის 6 მარტის სხდომაზე გამოიცა.
კოლეჯი საგანმანათლებლო ბაზარზე 1989 წლიდან არსებობს. უცვლელი რჩება კოლეჯის მისამართი, სწავლების სპეციფიკა, იცვლება მხოლოდ დამფუძნებელი, ილიას უნივერსიტეტის ნაცვლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება.
როგორც პროფესიული სასწავლებლის ხელმძღვანელი, ზურაბ ოშხნელი On.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პროფესიული კოლეჯების საუნივერსიტეტო სივრცეში შემოყვანა პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.
"2010 წელს, მე დავთმე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და ილიას უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ შევედი. მაშინ ვიღებდი ექსპერიმენტში მონაწილეობას, რომელსაც უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე, გახდება თუ არა პროფესიული განათლება ქართველი ახალგაზრდებისთვის უფრო მომხიბლავი, თუ ის საუნივერსიტეტო სივრცეში იქნება", - განაცხადა ზურა ოშხნელმა.
მისივე თქმით, ექსპერიმენტმა გაამართლა და დადასტურდა, რომ უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ პროფესიულ კოლეჯში ჩაბარების მსურველთა რიცხვი გაორმაგდა.
მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის თსუ-ის ბაზაზე შექმნა ამავე უნივერსიტეტში უკვე არსებულ მონათესავე, ჟურნალისტიკის მიმართულების გამო გადაწყდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურზე ჟურნალისტიკის მიმართულება რამდენიმე წლის წინ გაუქმდა.
"ჯავახიშვილს ტელე-მედია მიმართულებით საბაკალავრო პროგრამები აქვს და ეს იქნება მოტივაცია, სტუდენტებმა პროფესიული განათლების შემდეგ, სწავლა ბაკალავრზე გააგრძელოს", - განმარტავს ზურაბ ოშხნელი.
პროფესიული განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, რომელსაც პარლამენტში უკვე განიხილავენ, მეხუთე საფეხურის პროგრამებს ასოცირებული დაერქმევა. სტუდენტი, რომელიც მეხუთე საფეხურის პროგრამას, ანუ პროფესიულ სასწავლებელს დაამთავრებს საშუალება ექნება სწავლა საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელოს და ჩაეთვალოს იდენტური საგნები.
ოშხნელის თქმით, სასწავლებელი სამ პროგრამაზე გაივლის აკრედიტაციას, რაც შვიდ კვალიფიკაციას მოიაზრებს. ეს პროგრამებია: ფოტოგრაფია, აუდიოვიზუალური ხელოვნება და ჟურნალისტიკა.
თსუ-ის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამისგან განსხვავებით, კოლეჯში სტუდენტები პრაქტიკული უნარების შეძებას შეძლებენ. ზურა ოშხნელის ვარაუდით, თსუ-ის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის წარმომადგენლებს ახალი, უფრო სიღრმისეული პროგრამების შექმნა დასჭირდებათ.
"კლასიკური გაგებით ხელობას ჩვენ ვასწავლით და საბაკალავრო საფეხურზე სტუდენტი იმ უმაღლეს განათლებას მიიღებს, რომელიც როგორც წესი, ყველა ჟურნალისტს მეტი კვალიფიკაციისთვის და ზრდისთვის დასჭირდება", - აცხადებს ზურაბ ოშხნელი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო ჭალაგანიძე გამორიცხავს, რომ მედია და ტელეხელოვნების პროფესიული კოლეჯის შექმნა ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის დახურვას ან რაიმე ცვლილებას გამოიწვევს. მისი თქმით, თავისი არსით, სპეციფიკით, მიზნებითა და შედეგებითაც პროფესიული სწავლება რადიკალურად განსხვავდება საუნივერსიტეტო საკვალიფიკაციო პროგრამებისგან.
"უნივერსიტეტი, სიღრმისეულ დარგობრივ ცოდნასა და უნარებთან ერთად, უნივერსალურ, ზოგად განათლებასაც იძლევა და მყარ ნიადაგს ქმნის სწავლის მეორე - სამაგისტრო საფეხურზე გაგრძელებისთვის", - განუცხადა On.ge-ს ნინო ჭალაგანიძემ.
ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელის აზრით, კოლეჯი მოკლე დროში პრაქტიკული უნარების ათვისების საშუალებაა. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა კი - უნივერსალურ ცოდნას იძლევა.
"შესაბამისი სერტიფიკატი სწრაფი დასაქმების პერსპექტივის შანსებს ზრდის. შესაბამისად, თავად ახალგაზრდებმა უნდა გადაწყვიტონ, რა სურთ", - ამბობს ნინო ჭალაგანიძე.
ზურაბ ოშხნელის თქმით, სტუდენტები, რომლებიც მედიაკოლეჯში ისწავლიან რეპორტიორები იქნებიან, განსხვავებით ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისგან, რომლებიც ანალიტიკურ მასალებზე იმუშავებენ.
"ანალიტიკა არის კედელი, რომელიც მთავარი იქნება საბაკალავრო პროგრამასა და კოლეჯს შორის", - აცხადებს ზურა ოშხნელი.
სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი სტუდენტების მიღებას შემოდგომის სემესტრიდან შეძლებს, სწავლა უფასო იქნება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროფესიული განათლების მიმართულებით რეფორმების გატარება დაიწყო, რომლის მიხედვითაც პროფესიულ კოლეჯებს უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე ფუნქციონირება შეეძლებათ. თსუ ერთადერთი არ არის, რომელიც პროფესიულ კოლეჯს შექმნის. საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით კოლეჯი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტშიც დაფუძნდება.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები