ქალთა პრობლემებით დახუნძლული 8 მარტი
ქალთა საერთაშორისო დღეს უფლებადამცველები იმ პრობლემებზე ფოკუსირებისთვის იყენებენ, რაც ქალების წინაშე დგას. საქართველოში 8 მარტი საკმაოდ ხმაურიანი და აქტივობებით დატვირთული აღმოჩნდა არაერთი მიმართულებით. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა კვლავ ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდის საკითხზე მიმართა მოქალაქეების ყურადღება. განცხადებებითა და ქუჩის აქციებით ისინი კიდევ ერთხელ შეეცადნენ თემის აქტუალიზებას. 8 მარტი ასევე მოსახერხებელ თარიღად ჩათვალეს ტრანსგენდერმა ქალებმა იმისთვის, რომ მათ წინაშე არსებული გამოწვევები მოქცეულიყო ყურადღების ცენტრში.
აქტივობები რეგიონებშიც დაფიქსირდა. მაგალითად, აგარაში უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე აქცია სამუშაო ადგილებზე დაბრუნებისა და შაქრის ქარხნის ამუშავების მოთხოვნით, ამჯერად ქალების განსაკუთრებული აქტიურობით გაგრძელდა. ისინი სამუშაოზე დაბრუნებას ითხოვენ. ზუგდიდში კი პერფორმანსი წარმოადგინეს, რომლითაც ორგანიზატორებმა სცადეს აეხსნათ, თუ რატომ ვერ ახერხებს აქციაზე მისვლას ბევრი ქალი. მათ მოედანზე ქალების ფეხსაცმელები განათავსეს. თითო წყვილი ფეხსაცმლის მესაკუთრის სათქმელს კი იქვე, ფეხსაცმელის ქვეშ არსებული ტექსტი ამბობდა. ზოგიერთი მათგანი ეკუთვნოდა დედას, რომელსაც გეი შვილი ჰყავს, ზოგიერთი ლესბოსელ ქალს, ზოგიერთი ტრანსგენდერს, ზოგი კი საერთოდ ფემიციდის მსხვერპლი აღმოჩნდა.
"აქციაზე ვერ დავდგები და ვერ დავიცავ ქალთა უფლებებს, იმიტომ, რომ 2016 წელს ქმარმა მომკლა", - წერია 31 წლის ლიკას სახელით.
100-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სპეციალური განცხადებით მიმართა პარლამენტს, რითაც გენდერული კვოტირების საკითხის დაძვრას ითხოვს, რომელიც უკვე 10 თვე თაროზეა შემოდებული. განცხადების ტექსტში ნათქვამია: "საქართველოში მოსახლეობის 52,3 პროცენტი ქალია, თუმცა არჩევით თანამდებობებზე ქალების წარმომადგენლობა შეუსაბამოდ დაბალია. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქალებმა მანდატების მხოლოდ 16 პროცენტი მოიპოვეს, ხოლო საკრებულოებში არჩეული დეპუტატების 13,46 პროცენტია ქალი.
ამ მაჩვენებლებით, საქართველო ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის კუთხით განვითარებულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მიუხედავად უკანასკნელ წლებში არჩეულ ქალთა რაოდენობის მცირე ზრდისა, არსებული ტემპებით საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრას ათეული წლები დასჭირდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი ამბობს: "ამ კანონპროექტს ჰყავს აქტიური მომხრეების და მოწინააღმდეგეებიც ყველა პარტიაში, არა მხოლოდ უმრავლესობაში. ჩემთვის წინასწარ თქმა ძალიან ძნელია, გავა თუ არა ეს კანონპროექტი. ჩემი პირადი პოზიცია, მგონი, ყველასთვის ნათელია, მე მხარს ვუჭერ ამ ინიციატივას. ზოგი მიიჩნევს დისკრიმინაციულად აღნიშნულ ჩანაწერს [კვოტირების დაწესების შესახებ], ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს არის ხელოვნური, ზოგი საერთოდ პრობლემად არ მიიჩნევს იმ პრობლემების ფონზე, რაც ქვეყანას აქვს და მიაჩნია, რომ ამაზე არ უნდა ვიზრუნოთ."
კიდევ ერთი ქალი მმართველი გუნდიდან სოფიო ქაცარავა აცხადებს, რომ გენდერული თანასწორობის კანონპროექტს მხარს დაუჭერს. თუმცა ფაქტია, რომ მმართველი გუნდი ამ თვალსაზრისით სამუშაოების გააქტიურებას ყურადსაღებად არ მიიჩნევს, რადგან ამ დრომდე კანონპროექტი ადგილიდან არ დაძრულა.
8 მარტს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. იუსტიციის სახლის წინ, თბილისში საკუთარ სამოქალაქო უფლებებზე ყურადღების მიპყრობას ტრანსგენდერი ქალებიც შეეცადნენ აქციით, რომლის სახელწოდებაც იყო "მე ვარ ქალი - აღიარე!"კანონმდებლობის თანახმად, სქესის შეცვლის შესახებ ინფორმაცია რომ აისახოს ოფიციალურ დოკუმენტებში, მოქალაქეს შესაბამისი ფიზიოლოგიური მდგომარეობის მისაღწევად ქირურგიული პროცედურები უნდა ჰქონდეს განხორციელებული, რაც არც თუ უმნიშვნელო თანხასთანაა დაკავშირებული. ტრანსგენდერების უმეტესობა სქესის შეცვლას ოპერაციული ჩარევის გზით ამ მიზეზის გამო ვერ ახერხებს, რის გამოც ისინი ხშირად ექცევიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში.
სწორედ ამ საკითხებზე ყურადღების მისაქცევად აირჩიეს მათ აქციისთვის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია. მირანდა ფაღავა, ტრანსგენდერი ქალი ამბობს:
"ჩვენ მოვითხოვთ პირადობაში სქესის შეცვლის ჩანაწერს გენდერული დისფორიის საბუთის გაცემის საფუძველზე. ჩემთვის არაკომფორტულია, როდესაც მე თავს აღვიქვამ ქალად და ამ დროს პირადობაში მიწერია "სქესი - მამრობითი." ბანკში, თუნდაც ძალიან ხშირად შეპარვიათ ეჭვი, რომ ეს პირადობა არის გაყალბებული".
ბაია პატარაია, უფლებადამცველი ამბობს: "გამოდის, რომ ჩვენი სახელმწიფო ამ ადამიანებისგან მოითხოვს სტერილიზაციას და იძულებითი ოპერაციის გაკეთებას, რაც ძალიან ძვირი ღირს და არ კეთდება ჩვენს ქვეყანაში. ამასთან, არც ერთი სადაზღვევო კომპანია არ ანაზღაურებს. იძულებითი სტერილიზაციის მოთხოვნა, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკით არის პირადი უფლების დარღვევა. ჩვენ გვინდა კანონი აღსრულდეს, ოღონდ აღსრულდეს ჰუმანური გზით".
ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ კონტრაქციის მობილიზება მალევე მოხდა. პოლიცია ძლივს აკავებდა მათ აგრესიას, თუმცა კვერცხების სროლის აღკვეთა შეუძლებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილე პედაგოგი გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს. მისი თქმით: "ჩვენ ამ აქციით ვუპირისპირდებით არა იმ 10 კაცს, ვინც აქ მოვა, არამედ იმ მთავრობას, ვისაც აქვს ასეთი პოლიტიკა, ვინც ამ 10 კაცია თუ გადაგვარებული აზროვნების მქონე ადამიანები, უწევენ კანონმდებლობით მხარდაჭერას".
უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით ასევე უმძიმეს მდგომარეობაში რჩება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ახალგორში მცხოვრები აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელსაც უკვე შვიდი თვეა, ფაქტობრივად შინაპატიმრობაში უწევს ყოფნა. მას საბუთები ჩამორთმეული აქვს და გადაადგილების უფლება შეზღუდული.
ერთი დღის ქრონიკა სავსებით ნათლად აჩვენებს ქალთა უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები