რა განსხვავებაა ქართული ოცნებისა და ევროპული საქართველოს რეზოლუციის ტექსტებში
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში რეზოლუციის ორ პროექტს განიხილავენ.
რეზოლუციის შექმნის და "ოთხზორია-ტატუნაშვილის სიის" შექმნის იდეა ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, სერგი კაპანაძეს ეკუთვნის. იდეას მხარი დაუჭირა მმართველმა პარტიამაც და პარლამენტში რეზოლუციის საკუთარი ვერსია დაარეგისტრირა.
მიუხედავად ამისა, რეზოლუციის შინაარსთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობა და მმართველი პარტია ვერ თანხმდებიან.
კონფლიქტის მთავარი საგანი სანქციების ნაწილია. ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში საერთაშორისო ეკონომიკური სანქციებია გათვალისწინებული, რასაც მეორე რეზოლუცია არ ითვალისწინებს.
ევროპული საქართველოს რეზოლუცია
ევროპული საქართველო დოკუმენტით საქართველოს მთავრობას კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდებს.
რეზოლუციაში გათვალისწინებულია "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შექმნა. მთავრობამ სიაში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები უნდა შეიყვანოს და მათ წინააღმდეგ სანქციები გაატაროს.
რეზოლუციით, ევროპული საქართველო მთავრობას მოუწოდებს გატაცებისა და მკვლელობის საქმეების გამოძიებასა და სამართლებრივი შედეგების შესახებ საერთაშორისო პარტნიორებისთვის ცნობას.
მათივე თქმით, სიაში შეყვანილი პირების ქონება, რომლებიც მთავრობისთვის ხელმისაწვდომია, უნდა დაყადაღდეს. საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვოს სიაში შეყვანილ პირებს შეუზღუდოს ქონების შეძენა, ფინანსური ტრანზაქციების გაკეთება და სავიზო შეზღუდვა დაუწესოს.
ასევე, სიაში მყოფ პირებს უფასო სახელმწიფო სერვისებითა და შეღავათებით სარგებლობა უნდა შეეზღუდოთ. რეზოლუციის შესრულების ანგარიში მთავრობამ წელიწადში მინიმუმ ორჯერ უნდა წარადგინოს.
ქართული ოცნების მიერ შემუშავებული რეზოლუციით რუსეთის ფედერაციასა და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს.
ქართული ოცნების რეზოლუცია
რეზოლუციით, საქართველოს პარლამენტი მოითხოვს რუსეთისგან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასა და ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოცემას.
ასევე, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, შეწყვიტოს ოკუპაცია, ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
პარლამენტი ამ საკითხების მოგვარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას ზომების მიღებასა და საერთაშორისო ძალისხმევის გაერთიანებას ითხოვს.
ტატუნაშვილის საქმე
რეზოლუციის შექმნის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში საეჭვო გარემოებაში არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.
ოსური მხარის ვერსიით, არჩილ ტატუნაშვილმა იზოლატორში გადაყვანისას პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა, საპასუხო ძალის გამოყენების შედეგად შეუძლოდ გახდა, კიბეებზე წაიქცა და მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოსური მხარე აცხადებს, რომ ტატუნაშვილი ინფარქტით დაიღუპა და მისი ცხედრის ექსპერტიზაზე უარს ამბობს. გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებულ ცხინვალს 24 თებერვალს უნდა გადმოესვენებინა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ პოზიცია შეცვალა. ამ დრომდე ისინი ამბობენ, რომ ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაცემული და პასუხებს ელოდებიან.
ახალგორში არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული იყო საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე. სუს-ის ცნობით, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკვე ცხინვალის ციხიდან ახალგორში გადაიყვანეს. ოსური მხარე მათ გადმოცემაზე უარს ამბობს.
-
გადახედვაირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი მთლიანად დამწვარია — მიიჩნევენ, რომ ყველა მგზავრი დაიღუპა ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი მთლიანად დამწვარია — მიიჩნევენ, რომ ყველა მგზავრი დაიღუპა
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები