კვირიკაშვილის შეთავაზება რუსეთს - პოლიტიკური შეფასებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადადგან. პრემიერის პოზიციამ პოლიტიკოსების ნაწილში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
საპარლამენტო უმცირესობა ფიქრობს, რომ პრემიერის მიმართვა ქვეყნის სახელმწიფოებრივ იმიჯს აზიანებს და პრობლემის მოსაგვარებლად, ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ბერკეტი უნდა გამოიყენოს.
ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა ქვეყანას ოკუპაციასთან საბრძოლველად თანმიმდევრული პოლიტიკა არ აქვს, პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული გაცხადება აზრს კარგავს და შეურაცხმყოფელია.
სერგი კაპანაძის თქმით, ქართული ოცნების პოლიტიკამ რუსეთთან მიმართებით ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და ახლა მნიშვნელოვანია ეს მიდგომა შეიცვალოს.
"ხელისუფლება ორიენტირებული უნდა იყოს კონკრეტული ანტიანექსიური სტარტეგიისა და ინსტრუმენტების შემუშავებაზე. ასევე, რუსეთისთვის ფასის გაზრდაზე", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისი თქმით, ქვეყანას ოთხი გზა აქვს, თუმცა არც ერთს იყენებს. ესენია "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შექმნა, რუსეთისთვის სანქციების დაწესება, საერთაშორისო სასამართლოებსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციებში გააქტიურება.
"ასეთი ენის მოჩლეფით და მიმართვებით პრობლემა არ მოგვარდება და ჩიხში შევალთ", - ამბობს სერგი კაპანაძე.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, რეზოლუციაზე მსჯელობის პარალელურად, პრემიერის განცხადება ადასტურებს, რომ საქართველო რუსეთთან დათმობის პოლიტიკას გააგრძელებს.
"ეს არის სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი განცხადება. ეს არის სიგნალი, რომ რეზოლუციის პროექტი, ქვეყნის რეალური ხელმძღვანელისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, მისაღები არ არის", - განუცხადა On.ge-ს სალომე სამადაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას აკრიტიკებენ არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრემიერმა უსუსურობა გამოავლინა.
"საკმაოდ უთავმოყვარეო განცხადება იყო. შედეგს არ გამოიღებს. საკუთარი უმწეობის დემონსტრირებაა, რაც უსიამოვნო სანახავია", - უთხრა On.ge-ს დავით ზურაბიშვილმა.
ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ოპოზიციის მხრიდან პრემიერის განცხადების კრიტიკა მიუღებელია. დეპუტატის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები, მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და საერთაშორისო დაპირისპირების მნიშვნელოვანი სეგმენტია.
"ის, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობს, არ არის მოტანილი წუთიერი ემოციური აღტკინებით. ეს არის თემა, რომელსაც გამოვლილი აქვს სერიოზული ანალიტიკური პროცესი და რომელსაც მხარს დაუჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და მოლაპარაკებას, ჩვენთვის განსაკუთრებით, ალტერნატივა არ გააჩნია", - ამბობს გია ვოლკი.
დეპუტატმა On.ge-ს უთხრა, რომ პრემიერის განცხადება ნიშნავს ტრანსფორმაციას, კონფლიქტის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას და გაკვეულ სტრატეგიულ გეგმებს, რომლის შესახებას სამომავლოდ გახდება ცნობილი.
"ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო ოდესმე დაივიწყებს, რომ მკვლელი აუცილებლად დასასჯელია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
იმ პარტიებს შორის, რომელსაც On.ge ესაუბრა, პატრიოტთა ალიანსი ერთადერთია, რომელიც პრემიერს ეთანხმება. პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ დიალოგი რუსეთთან დაგვიანებულია.
"ჩვენი ამოცანაა გადმოვასვენოთ მიცვალებული და დავიტიროთ ჩვენი ქართველი ვაჟკაცი, რომელსაც ამდენი დღეა ოჯახი ელოდება. მნიშვნელოვანია საუბარი, როგორც ოსებთან ისე რუსულ მხარესთანაც", - განუცხადა On.ge-ს ირმა ინაშვილმა.
დეპუტატი ფიქრობს, რომ პატრიარქის წერილი, მოლაპარაკების პროცესში, გარდამტეხი იქნება.
პარტიების გარდა, პრემიერის განცხადებას აფასებს კონფლიქტოლოგი, კავასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი. მისი თქმით, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხი არა ცხინვალში, არამედ რუსეთში წყდება.
"ყველა სხვა საკითხი, რაც კონფლიქტებთანაა დაკავშირებულია, რუსეთიდან სიგნალის შემთხვევაში ძალიან მარტივად გვარდება. ერთი მხრივ, პრემიერის განცხადება სწორია. კვირიკაშვილმა კარგად იცის, რომ ცხინვალის ამბები წყდება მოსკოვში და შესაბამის ადრესატს მიმართა", - განუცხადა გიორგი კანაშვილმა On.ge-ს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს და რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
პრემიერის თქმით, მათ ხელთაა ორი არჩევანი:"აღნიშნულ თარიღს [აგვისტოს ომის ათი წლისთავს] შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა დამწვავე განცხადებებით, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად".
22 თებერვალს ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებულ ცხინვალს 24 თებერვალს უნდა გადმოესვენა, თუმცა ეს ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ახალგორში არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული იყო საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე. სუს-ის ცნობით, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკვე ცხინვალის ციხიდან ახალგორში გადაიყვანეს. ოსური მხარე მათ გადმოცემაზე უარს ამბობს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები