საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 9 მარტს, 16:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით სტიქიის შედეგად დაზიანდა 54 საცხოვრებელი სახლი თბილისში; 68 ხე, 7 გარე განათების ბოძი, 43 ელექტრო სადენი, 6 ავტომანქანა, 5 გაზის ცენტრალური მილი და 6- სარეკლამო ბანერი.

  • შიდა ქართლი - დაზიანდა 3 საცხოვრებელი სახლის სახურავი;
  • აჭარა - დაზიანდა 1 საცხოვრებელი სახლის სახურავი;
  • იმერეთი - სამტრედიაში სოფ. საჯავახოში წვიმის შედეგად ჩამოიშლილია მიწა; დაზიანებულია ხეები და ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი;
  • სამეგრელო-ზემო/სვანეთი - მესტიაში, სოფ. ლახამულაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ჩაიხერგა გზა. მარტვილში ადიდდა მდინარე ტეხურა, რის გამოც დატბორილია მიმდებარე ტერიტორია;
  • მცხეთა-მთიანეთი - მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად დატბორილია მიმდებარე ტერიტორია, დაზიანებულია 1 საცხოვრებელი სახლი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამინდის გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.

ამავე თემაზე:

ძლიერი ქარის შედეგები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (ფოტოები)

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს - რეკომენდაციები