ენმ: ქობულეთში ივანიშვილის ხის გადასატანად ქარსაცავი ზოლი გაჩეხეს

ფოტო: რეზო ხარაზი / Facebook
სოფელი კვირიკეს მაცხოვრებელი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რეზო ხარაზი ამბობს, რომ მის სოფელში ქარსაცავი ხეები გაჩეხეს, რათა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკში ხე გადაეტანათ.
როგორც ხარაზმა On.ge-ს უთხრა ქარსაცავი წინა საუკუნის 50-იან წლებში დაირგა. მისივე თქმით, ივანიშვილის ხის გადატანის სამუშაოები რამდენიმე დღეა გრძელდება და უკვე 100-მდე ძირი კრიპტომერიის ჯიშის ხეა მოჭრილი. მისი განმარტებით, კიდევ ორმოცამდე ხის მოჭრა იგეგმება.
"მოსახლეობა ხმას ვერ იღებს. ამ ადამიანებს ეშინიათ", - ამბობს ხარაზი.
მისივე თქმით, ქარსაცავი ზოლის გაჩეხვა ყველაფერზე იმოქმედებს, განსაკუთრებით მოსავალზე:
"თითქოს ეს ხე რომ გადავა დენდროლოგიურ პარკში საშვილთაშვილო საქმე კეთდება და ამ დროს გვერდით ხეები იჩეხება".
On.ge ამ დრომდე ცდილობს ქობულეთის მუციპალიტეტს დაუკავშირდეს ხეების გაჩეხვის ფაქტზე კომენტარის მისაღებად.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები