უფლებადამცველები სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში სექსუალური ძალადობის საფრთხეს ხედავენ
სურამის ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორმა, ვახტანგ ამირანაშვილმა "იმედის კვირის" მიერ მომზადებულ სიუჟეტში განაცხადა, რომ ქალ ბენეფიციარებს თავად აბანავებს და ჰიგიენურ პროცედურებსაც უტარებს. ამ სიტყვებით დირექტორმა ბენეფიციარების მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობის დადასტურება სცადა. ადამიაის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციასა და სახალხო დამცველის აპარატი კი დაწესებულებაში სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტების არსებობაზე მიუთითებს.
On.ge დეტალების გასარკვევად სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორს ვახტანგ ამირანაშვილს დაუკავშირდა. მან უარყო თავისივე სიტყვები, რომ დაწესებულებაში ბენეფიციარებს ხშირად, თავად ბანს და განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევა ერთხელ, წლების წინ მოხდა.
"ერთი შემთხვევა იყო "ბანჩიკი" კი არ ვარ. გვიან ღამით მოიყვანეს ისეთი, რომელიც ალბათ ცხოვრებაში დაბანილი არ იყო. განყოფილებაში ვერ შევუშვებდი. მთელი ამბები ჰქონდა, წყნარად, ტკბილად, მოფერებით, მოდი მე დაგბან - მეთქი და ეგ იყო. ააგორეს. შეიძლება ელექტრიკიც ვიყო და სანტექნიკიც. ქისას კი არ ვუსვამდი", - განაცხადა ვახტანგ ამირანაშვილმა.
სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორმა პაციენტები, On.ge-სთან საუბრის დროს, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.
"საავადმყოფოა, ხალხო, ფსიქიკურად დაავადებულების. თქვენ რაღაცებს მიგორებთ. ცუდი რა იყო ჩემს საუბარში? გულით და სიყვარულით რომ ვარ და როგორც პაციენტს ისე ვუყურებ ეგაა დადებითი. აბა, იმას რომ ვკითხულობ ქვეშაფსიები არიან და პამპერსები შეუცვალეთ-მეთქი, არ უნდა გავაკონტროლო?", - ამბობს ვახტანგ ამირანაშვილი.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურისტის, ანა თავხელიძის თქმით, ფსიქიატრიულის დირექტორის განცხადება პაციენტებს ღირსებას შეურაცხყოფს და აჩენს კითხვებს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით.
"ჩანაწერში ჩანს, რომ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცული არ არის. ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ არასათანადო მოპყრობას აქვს ადგილი. მისი მხრიდან დაბანის, გაპარსვის ფაქტები მიანიშნებს, რომ შესაძლებელია, იქ, სექსუალური ძალადობის ფაქტები ხდებოდეს", - განუცხადა On.ge-ს ანა თავხელიძემ.
იურისტის თქმით, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ სპეციალიზებულ დაწესებულებაში ნებისმიერი საქმიანობა ბენეფიციარისვე სქესის წარმომადგენელმა უნდა შეასრულონ.
"ასე ხაზგასმით და გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ დირექტორის სიტყვებში დანაშაულის ნიშნები იკვეთება, მაგრამ ის, რაც მან თქვა, მაღალი ალბათობით, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლებელია, იქ დანაშაულებრივი ქმედებები ხდებოდეს", - ამბობს ანა თავხელიძე.
უფლებადამცველი ფიქრობს, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროები უნდა დაინტერესდნენ.
"ეს ადამიანები უნდა გამოიკითხონ, ჰქონდა თუ არა მათი მხრიდან თანხმობას ადგილი. მნიშვნელოვანია, რომ ისედაც მოწყვლად ადამიანებს ეს ფაქტი არათანაბარ პირობებში აყენებს, რადგან ქმედებას ვერ გაასაჩივრებენ. თავად დირექტორია ის პირი, ვინც ამ ქმედებას ჩადის", - აცხადებს ანა თავხელიძე.
On.ge დაინტერესდა რა კონკრეტულ ღონისძიებებს გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოში არსებული შესაძლო ღირსებისშემლახველი პირობების აღმოფხვრის მიზნით. უწყებაში განაცხადეს, რომ იგეგმება სპეციალური ღონისძიებები, რომლის შესახებაც საზოგადოებას ოფიციალური განცხადების საშუალებით ეცნობება.
სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ნიკა კვარაცხელიას თქმით, ის, რაზეც ფსიქიატრიულის დირექტორი საუბრობს, მგრძნობიარე საკითხია და შესწავლას სჭირდება.
"სახალხო დამცველი დაინტერესდება და ამ პრაქტიკას სიღრმისეულად შეისწავლის - ხომ არ არის კიდევ უფრო რთული საკითხები, რაიმე ტიპის ძალადობას ან შევიწროვებას ხომ არ აქვს ადგილი", - განუცხადა On.ge-ს ნიკა კვარაცხელიამ.
მისი შეფასებით, დაწესებულების დირექტორის ქმედება ღირსებისშემლახველია, პაციენტის ინტიმურ სფეროში შეჭრა კი - დაუშვებელი.
"ეს პრაქტიკა ობიექტური დამკვირვებლისთვის და პროფესიონალიზმისთვის ღირსების შემლახავია და, ცალსახად, ხაზს უსვამს, რომ ეს პრაქტიკა უნდა აღმოიფხვრას და ამას ალტერნატივა არ აქვს. დირექტორის მხრიდან, რომლის ფუნციებში არ შედის მათი დაბანა, ასეთი ტიპის ჩარევა პირად და ინტიმურ სფეროში დაუშვებელია", - ამბობს ნიკა კვარაცხელია.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის თქმით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფსიქოსოციალური შეზღუდვის ქონე პირები არიან, რომელთა მიმართაც მგრძნობიარე და სენსიტიური მიდგომები უნდა იყოს გამოყენებული.
"მთავარი ამოცანა უნდა იყოს ამ პირების უნარ-ჩვევების აღდგენა, რომელიც დაკარგეს. მთავარია, მათ ის უნარები შეიძინონ, რომლითაც თვითმოვლას და დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებენ, სხვა შემთხვევაში ვიღებთ დამოკიდებულებას, რაც ცუდად აისახება პაციენტებზე", - ამბობს ნიკა გვარაცხელია.
სურამის ფსიქიატრიულში არსებული სხვა დარღვევები
სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა წლებია სახალხო დამცველის ანგარიშებში ხვდება. მწვავე იყო 2015 წლის ანგარიშიც, სადაც პაციენტები სამედიცინო პერსონალის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ.
ანგარიშის მიხედვით, რვა პაციენტმა მიუთითა, რომ მათზე ფიზიკურ ძალადადობდა ექთნის თანაშემწეები (სანიტრები). ამასთან, პაციენტების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ფიზიკურად ძალადობდნენ პაციენტები ერთმანეთზეც.
გამოკითხული პაციენტები განმარტავდნენ, რომ სანიტრების მხრიდან ძალადობა გამოიხატა ხელებითა და ჯოხებით ცემაში.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები