სითი პარკი ხელშეკრულების გაწყვეტისთვის თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. როგორც კომპანიის პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, კომპანია მიმართავს ყველა სამართლებრივ გზას, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე.

ისინი აპირებენ დაიცვან როგორც ბიზნესის, ისე უცხოური ინვესტორი უფლებები. მათივე თქმით, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ საქმის კურსში არ იყვნენ.

დღეს, 13 მარტს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ მერიამ მიიღო გადაწყვეტილება სითი პარკთან შეწყვიტოს არებული ხელშეკრულება.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, C.T.Park-თან ხელშეკრულების შეწეყვეტის გამო, მერიას პირგასამტეხლო არ დაეკისრება:

"საჯარიმო თანხის გადახდა მხარეს მაშინ უწევს, როცა ხელშეკრულებას უსაფუძვლოდ წყვეტს, რაც ჩვენ შემთხვევაში არ მომხდარა. კომპანიამ დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები, შელახა მოქალაქეების უფლებები, აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტაზე".

ხმალაძის განცხადებით, კომპანიამ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, რაც საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობას შეეხება:

"ეს ეხება შშმ პირებისთვის განკუთვნილი ადგილების მოწყობას. 30%-ზე მეტი საპარკინგე სისტემების არ არის მოწესრიგებელი".

თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხს კომპანია, შპს სი-თი პარკი 2007 წლიდან არეგულირებს. ის ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც დღეს დედაქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგება და დახვეწა ეკისრება.