ძუძუს კიბოს გენეტიკური რისკის ტესტის გაკეთება უკვე სახლშიც შეიძლება
ამერიკელებს ამიერიდან ეძლევათ საშუალება, უშუალოდ შეამოწმონ კიბოს ზოგ სახეობაზე გენეტიკური განწყობის არსებობა. შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 6 მარტს დაამტკიცა კომპანიის "23-ენდ-მი" ტესტი, რომელიც საშუალებას იძლევა ძუძუს და რამდენიმე სხვა სახის კიბოს გენეტიკური რისკის ანალიზი სახლის პირობებში ჩატარდეს.
ტესტი ამერიკის აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიყიდება და ის საავადმყოფოს, ან ამბულატორიულ პირობებში ჩატარებულ ანალიზთან შედარებით, გაცილებით იაფი დაჯდება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კიბოს გენეტიკური რისკის ტესტის აღება და პასუხის მიღება ადამიანებს ექიმის დანიშნულების გარეშე, თვითონვე შეეძლებათ.
პროცედურა ძალიან მარტივია. ქალი ყიდულობს აფთიაქში ტესტს, თვითონ იღებს საკუთარი ნერწყვის ნიმუშს და შემდეგ ღებულობს პასუხს იმის თაობაზე, აქვს თუ არა მას ძუძუს, ან საკვერცხის კიბოს გაზრდილი რისკი. კაცების შემთხვევაშიც შეიძლება იყოს ძუძუს კიბოს შანსი. კაცები ანალიზის შედეგად ასევე შეიტყობენ, აქვთ თუ არა მათ პროსტატის კიბოს გაზრდილი რისკი.
კომპანიის "23-ენდ-მი" თანადამფუძნებელი ანნე ვოიჩიკი ამერიკის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სამომხმარებლო ჯანდაცვის სფეროში გადადგმულ, ეტაპობრივი მნიშვნელობის ნაბიჯად აფასებს. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში ის ამბობს, რომ 6 მარტის დადგენილება, საბოლოო ჯამში, ძალიან დიდ როლს ითამაშებს ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის გაზრდის საქმეში, რაც დაავადების პრევენციის ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა.
"ფაქტია, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვმკურნალობთ დაავადებებს, მაგრამ მათ პრევენციას ასევე კარგად ვერ ვახერხებთ", - წერს ის.
საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებაში მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ პირველი ტესტი გენის მხოლოდ 3 მუტაციით გამოწვეულ რისკს აფიქსირებს. მაშინ როცა, ცნობილია, რომ გენეტიკური მუტაციების რაოდენობა ათასს აჭარბებს. 3 მუტაცია, რომელთა პოვნა ახალი ტესტის საშუალებით იოლდება, განსაკუთრებით გავრცელებულია აშქენაზ ებრაელებში და აღმოსავლეთ ევროპელ ებრაელებში.
ეს ნიშნავს, რომ თუ ტესტის მიხედვით, კიბოს რისკი დაბალია, სიმშვიდის საფუძველი ადამიანს მარტო ამ ტესტზე დაყრდნობით, არ უნდა ჰქონდეს.
"უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს, რომ ინდივიდს სხვა მუტაციისგან კიბოს გაზრდილი რისკი არ ემუქრება", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ადმინისტრაცია ასევე აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ ეს ტესტი ექიმის მიერ შერჩეული ანალიზების ჩასანაცვლებლად არ გამოდგება და აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია არამარტო გეგმიური ანალიზების თაობაზე, არამედ იმ ცხოვრებისეულ რისკ-ფაქტორებზე, რომელიც კიბოს რისკს ზრდის, ან ამცირებს. ასევე არ შეიძლება ამ ანალიზზე დაყრდნობით მკურნალობის, ან პრევენციული კურსის ჩატარება, "არც ანტი-ჰორმონალური საშუალებებით და არც ძუძუს და საკვერცხეების მოკვეთის გზით".
ძუძუს კიბო სხვა ტიპის კიბოს დაავადებებს შორის ამერიკელ ქალებში სიკვდილიანობის გამომწვევი რიგით მეორე მიზეზია. პირველ ადგილზე ფილტვის კიბოა. კიბოს ამერიკული საზოგადოება ვარაუდობს, რომ წელს შეერთებულ შტატებში, სულ ცოტა, 260 ათასი ძუძუს კიბოს ახალი დიაგნოზი დაისმება და ამ მიზეზით 41 ათასამდე ადამიანი დაიღუპება.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები