სტივენ ჰოკინგის ცხოვრება ფოტოებში
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
"მე არ მეშინია სიკდილის, მაგრამ არ მინდა მოვკვდე. იმდენი რამე მინდა მოვასწრო"- ეს სიტყვები ყველასათვის კარგად ნაცნობ თეორეტიკოს ფიზიკოსს, კოსმოლოგ სტივნ ჰოკინგს ეკუთვნის. ჰოკინგი დღეს,14 მარტს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჰოკინგი 1942 წლის 8 იანვარს დაიბადა.
ის სანტ ალბანსის სკოლაში სწავლობდა. სკოლის დასრულების შემდეგ ჰოკინგმა ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩააბარა და მათემატიკის შესწავლა გადაწყვიტა, მაგრამ უნივერსიტეტში მათემატიკური განათლების მიღება შეუძლებელი იყო, ამიტომ ფიზიკით დაინტერესდა.
ჰოკინგმა უნივერსიტეტი 1962 წელს დაამთავრა. იმ დროისთვის ოქსფორდში თეორიული ფიზიკის შესწავლით არავინ იყო დაკავებული, ამიტომ ჰოკინგი კოსმოლოგიის შესასწავლად კემბრიჯში გადავიდა.
21 წლის ასაკში სტივენ ჰოკინგს ნერვკუნთოვანი დაავადება ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუდგინეს. ექიმების აზრით, მას მხოლოდ 2 წლის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი.
თუმცა, ექიმების დიაგნოზი არ გამართლდა, ჰოკინგს დაავადება ნელი ტემპით განუვითარდა. 26 წლის ასაკში ის დაქორწინდა ჯეინ უალდიზე.
კემბრიჯში ჰოკინგმა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. 1968 წელს კი კემბრიჯის ასტრონომიის ინსტიტუტში პროფესორი გახდა.
დაავადებამ ჰოკინგი 30 წლის ასაკში სრულ დამბლამდე მიიყვანა. მას გადაადგილება მხოლოდ ეტლით შეეძლო, საუბრისთვის კი ხმის სინთეზატორს იყენებდა.
1995 წელს ჰოკინგი მეორედ დაქორწინდა, საკუთარ მედდაზე ელეინ მეისონზე. ქორწინება 11 წელი გაგრძელდა.
2017 წელს ჰოკინგი გახდა პირველი პარალიზებული ადამიანი, რომელმაც უწონადობა გამოსცადა სპეციალურად მოდელირებულ თვითმფრინავის ბორტზე.
მიუხედავად დაავადებისა ჰოკინგი აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა. ის ხშირად კითხულობდა საჯარო ლექციებს და ჩართული იყო სამეცნიერო საქმიანობაში. ჰოკინგის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად მიმართული იყო დიდი აფეთქების ფიზიკური საფუძვლების ახსნასა და შავი ხვრელების შიგნით სივრცისა და დროის მნიშვნელოვანი დეფორმაციის გამოკვლევისკენ.
როჯერ პენროუზთან ერთად მან დაასკვნა, რომ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით დრო და სივრცე შეიქმნა დიდი აფეთქების დროს.
2009 წელს, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჰოკინგი საპრეზიდენტო თავისუფლების მედლით დააჯილდოვა.
სტივენ ჰოკინგის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჯეიმს მარშმა ფილმი The Theory of everything გადაიღო, რომელშიც ჰოკინგის როლს ედი რედმეინი ასრულებს. ფილმმა ოსკარის სამინი ნომინაცია მიიღო. ედი რედმეინმა კი საუკეთესო მამაკაცი მსახიობის როლისთვის ოსკარი მოიგო.
მასზე გადაღებული ფილმის გარდა, სტივენ ჰოკინგი საკუთარ როლს ასრულებდა სერიალში The Big Bang Theory. ის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟთან ამბიციურ ფიზიკოს შელდონ კუპერთან მეგობრობს.
აღსანიშნავია ჰოკინგის აზრი კაცობრიობის მომავალზე: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბოლო რამდენიმე ათწლეულია განვითარების მაღალ საფეხურზე ვდგავართ, მხოლოდ ამის გამო თავის დაიმედება არ შეიძლება. თუ უახლოესი 1000 წლის განმავლობაში კაცობრიობა ვერ მოახერხებს, სამყაროში ალტერნატიული, დედამიწის მსგავსი სასიცოცხლოდ ვარგისი პლანეტის მოძიებას, ის აუცილებლად დაიღუპება და გაქრება.
ჰოკინგმა არაერთხელ გაგვაფრთხილა, რომ კაცობრიობა განადგურების საფრთხის წინაშე დგას. მისი თქმით, ჩვენი ცივილიზაცია მომავალ ათას წელიწადში განადგურდება.
"მე ვფიქრობ, რომ ადამაინებს არ ექნებათ მომავალი თუ ისინი კოსმისში არ წავლენ"
2017 წელს ჰოკინგმა კოსმოსში მოგზაურობა დაგეგმა.
"ის იყო დიდი მეცნიერი და არაჩვეულებრივი ადამიანი, რომლის ნაშრომები და მემკვიდრეობა წლობით გააგრძელებს არსებობას. მისი გამბედაობა და გამძლეობა, ბრწყინვალე იუმორთან ერთად მსოფლიოში მილიონობით ადამიანს შთააგონებდა."- ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები