რას შეიძლება ნიშნავდეს სახელმწიფო მდივნის შეცვლა საქართველოსთვის?
ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) დირექტორი მაიკ პომპეო დანიშნა. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ტილერსონთან ბევრ საკითხზე უთანხმოებით ახსნა და იქვე დასძინა, რომ პომპეოსთან "ყოველთვის ერთ ტალღაზეა".
"ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ეს არის ის, რაც სახელმწიფო მდივნისგან მჭირდება", - უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
ვაშინგტონში პოლიტიკის მიმომხილველებს ის აწუხებთ, რომ პრეზიდენტმა განსაკუთრებით ლოიალური და მისი მსგავსი აზრების მქონე ადამიანი დანიშნა სახელმწიფო მდივნად.
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის გერმანული და ევროპული კვლევების ცენტრის წარმომადგენელი ჯეფრი ანდერსონი ამერიკის ხმასთან საუბარში ამბობს, რომ ტილერსონი პრეზიდენტის ზოგიერთი ხისტი განცხადების შერბილებას ახერხებდა. ახლა კი გაურკვეველია, შეძლებს თუ არა მსგავსი "ფილტრის ფუნქციის" შესრულებას დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი მაიკ პომპეო.
"სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე ყოფნისას რექს ტილერსონს ხშირად აკრიტიკებდნენ შიდა საკითხების გამო, როგორც მართავდა ის დეპარტამენტის შიდა საქმიანობას, მაგრამ მუდმივად აქებდნენ იმისთვის, რომ შეეძლო ზოგჯერ ძალიან რბილად, ზოგჯერ კი ძალიან ძლიერად და მოულოდნელად შეესწორებინა ევროპის, ნატოს თუ საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ პრეზიდენტის ის განცხადებები, რომლებიც ძალიან დამაზიანებელი და კრიტიკული იყო ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისთვის", - ამბობს ანდერსონი.
ის ფიქრობს, რომ ამერიკის ევროპელ მოკავშირეებს ღელვის საფუძველი ნამდვილად აქვთ, რადგან ეს სიტუაცია გაურკვევლობას ქმნის:
"ახლა, როდესაც ტილერსონი ტოვებს თანამდებობას და მას ანაცვლებს ვიღაც - ვისი მოსაზრებებიც უფრო ახლოსაა პრეზიდენტის მოსაზრებებთან, მე მაშფოთებს, რომ ასეთი კორექტივები აღარ წამოვა სახელმწიფო დეპარტმანეტიდან, როგორც აქამდე მოდიოდა. ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და მეგობრები კი, სამწუხაროდ ამ მიმართულებით უნდა ელოდნენ მეტ გაურკვევლობასა და ქაოსს. იმედია ვცდები, მაგრამ ახლა ნამდვილად მაშფოთებს ეს საკითხი", - ამბობს ანდერსონი და განმარტავს, რომ მსგავსი "კორექტორის" ფუნქციის შესრულებას მხოლოდ თავდაცვის მდივანი ვეღარ შეძლებს, გინდაც ამის სურვილი ჰქონდეს, რადგან საჭიროა ეს სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოდიოდეს. "გვჭირდება სახელმწიფო მდივანი, რომელიც ამას გააკეთებს, მაგრამ ახლა ნამდვილად არ ვიცი შეასრულებს თუ არა მაიკ პომპეო ამ როლს".
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ევრაზიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ანჯელა სტენტი კი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებას სავარაუდოდ საქართველოზე და მის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარყოფითი გავლენა არ ექნება.
"საქართველოს კვლავ სჭირდება მხარდაჭერა, შიდა ეკონომიკური რეფორმებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, რადგან ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი იმისთვის, რომ შეგეძლოს ისეთ ქვეყანასთან გამკლავება, როგორიც რუსეთია. და მე არ ვფიქრობ, რომ მაიკ პომპეოს დანიშვნა შეცვლის რამეს ამ მიმართულებით. ჩვენ სულ ახლახან ვნახეთ, რომ ნატომ საქართველოს დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერა განაახლა და არ მგონია, რომ ეს შეიცვალოს ახალი სახელმწიფო მდივნის პირობებში", - ამბობს ანჯელა სტენტი ჩვენთან ინტერვიუში.
სახელმწიფო დეპარტამენტში მიმდინარე მოვლენები და მისი ფუნქციის ცვლილება აწუხებს საქართველოში ამერიკის ყოფილ ელჩს, კენეტ იალოვიცსაც.
"ჩვენც ყველანი ვცდილობთ გავიგოთ, რა ხდება, და მე როგორც ყოფილი ელჩი, შეშფოთებული ვარ დეპარტამენტში მიმდინარე ცვლილებებით. იმედია, რომ ახალი მდივნის მმართველობისას დეპარტამენტის როლი გაუმჯობესდება, მაგრამ მაინც არ გვაქვს პასუხები, ეს კონკრეტულად რას შეიძლება ნიშნავდეს", - ამბობს იალოვიცი და განმარტავს, რომ ტილერსონი დეპარტამენტის შიგნით დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით ის ამ თანამდებობას მოერგო და მისი შესაფერისიც ხდებოდა.
"მან გაიგო დიპლომატია, გაიგო მოლაპარაკებების მნიშვნელობა და ახლა გვაქვს გაურკვევლობა იმის შესახებ თუ რა მოხდება და სევდა, რომ ვიღაც, ვინც უკვე ნელ-ნელა ამ სამსახურისთვის შესაფერისი ხდებოდა, უცებ ტოვებს პოსტს", - ამბობს ყოფილი ელჩი საქართველოში.
იალოვიცი დასძენს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია პრეზიდენტი, რომელსაც უყვარს მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება, მრავალმხრივ ინფორმაციას და "ხარისხიან" რჩევებს იღებდეს.
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
-
გადახედვაPOLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები POLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები
კომენტარები