მოედნის და პერსპექტივის გარეშე დარჩენილი ფეხბურთელები
"გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნორმალური საფეხბურთო მოედანი არა გვაქვს. უკვე 2 წელია ჩვენი ნაკრები თბილისში ვარჯიშობს. ამის გამო მე და ჩემი მეგობრები იძულებულები გავხდით ფეხბურთისთვის თავი დაგვენებებინა," - ამბობს კამრან მამედოვი. ის საფეხბურთო კლუბ "გარდაბანში" თამაშობდა.
კამრანი იხსენებს, რომ ორი წლის წინ გუნდს, მისი ჩათვლით, შვიდი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოთამაშე ჰყავდა. ახლა კი თამაშს მათგან მხოლოდ ერთი სპორტსმენიღა აგრძელებს: "7 წელია ფეხბურთს ვთამაშობ. იმედი მქონდა, რომ წარმატებას მივაღწევდი. იმის გამო, რომ ჩვენს კლუბს დღემდე საკუთარი ბაზა და სტადიონი არ აქვს, გუნდი თბილისში ვარჯიშობს. გარდაბნიდან თბილისამდე 40 კმ-ია. თბილისში დარჩენის ან ყოველდღე იქ სიარულის შესაძლებლობა არ მქონდა, რის გამოც გუნდი დავტოვე."
კამრანი გუნდიდან წამოსულ სხვა ფეხბურთელებთან ერთად ფეხბურთის თამაშს ისევ განაგრძობს. ის ძველ სტადიონზე ვარჯიშობს, რომელსაც მწვანე საფარიც კი არ აქვს.
თურალ მამედოვი "გარდაბანის" მწვრთნელია. სანამ მწვრთნელი გახდებოდა, მანამდე ის საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სხვადასხვა კლუბებში თამაშობდა. თურალი აცხადებს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამართული სპორტული ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ბევრი პერსპექტიული სპორტსმენი ვერ ვითარდება:
"აქ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, მაგრამ მათი განვითარებისთვის არაფერი კეთდება. ქვიან მოედანზე ფეხბურთის თამაში შეიძლება? ძველ მოედანსაც არ არემონტებენ. ამიტომ ბევრი ფეხბურთელი იძულებულია, სპორტის ეს სახეობა საერთოდ მიატოვოს."
საფეხბურთო კლუბი "გარდაბანი", რომელიც 2015 წელს დაფუძნდა, რამდენიმე წელია მესამე ლიგაში თამაშობს. მთავარი შემადგენლობის გარდა, კლუბს 2004, 2005 და 2006 წელს დაბადებული ბავშვებისგან დაკომპლექტებული გუნდებიც ჰყავს. "გარდაბანმა" გასული სეზონი მეოთხე ადგილით დაასრულა.
კლუბის ხელმძღვანელი გურამ ჭვინტიშვილი ამბობს, რომ გუნდი, რომელსაც სპონსორი არ ჰყავს, დღემდე საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხით არსებობს: მესამე და მეოთხე ლიგაში მონაწილე თითოეულ კლუბს სახელმწიფომ ხუთწლიანი პროექტის ფარგლებში 25 ათასი ლარი გამოუყო.
"ეს დახმარება გარკვეულ ხარჯებს ფარავს, მაგრამ ყველა პრობლემას ვერ აგვარებს. გუნდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კლუბს ბაზა ჰქონდეს და სპონსორი ჰყავდეს. იმის გამო, რომ მოედანი არ გვაქვს, იძულებულები ვართ, თბილისში ვივარჯიშოთ. მესამე ლიგაში მოთამაშე თითქმის ყველა კლუბს იგივე პრობლემა აქვს," - ამბობს ჭვინტიშვილი.
კლუბის - "გარდაბანი" ხელმძღვანელობამ უეფა-ს სტანდარტების შესაბამისი ბაზის მოწყობისთვის სპეციალური პროექტიც მოამზადა. პროექტის განხორციელებისთვის 2,9 მილიონი ლარია საჭირო. კლუბმა დღემდე ამ თანხის მოძიება ვერ შეძლო. ჭვინტიშვილის თქმით, სპორტული ბაზის მოწყობას მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს: "თუ ბაზა გვექნება, სპონსორსაც მოვძებნით და ფინანსურ პრობლემებსაც მოვაგვარებთ."
კლუბის მთავარი მწვრთნელი ადილ მაჰმუდოვიც ბაზის მნიშვნელობაზე საუბრობს: "გარდაბანში ბევრი პერსპექტიული ბავშვია, მაგრამ იმისათვის, რომ ისინი მოვიზიდოთ და მათ განვითარებას ხელი შევუწყოთ, სათანადო პირობები უნდა გვქონდეს. ახლა გუნდი ხან ხელოვნური საფარზე ვარჯიშობს, ხან კი ბუნებრივზე. სავარჯიშო პირობების ასეთი ხშირი ცვლილების გამო ხშირია ტრავმები. გარდა ამისა, სპორტსმენებს უჭირთ განსხვებულ პირობებთან ადაპტირება. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში ფეხბურთელების თამაშზე უარყოფითად აისახება."
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ კლუბის ახალი ბაზის პროექტისთვის თანხის გამოყოფა მათ კომპეტენციაში არ შედის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კი ამბობენ, რომ ფედერაციის პრეზიდენტისადმი მიმართვის შემთხვევაში ფედერაცია პროექტს აუცილებლად გადახედავს.
"გვაქვს შესაძლებლობა, რომ უფრო კარგად მომზადებული გუნდი გვყავდეს. იმედი გვაქვს, რომ დაგვეხმარებიან," - ამბობს "გარდაბნის" პრეზიდენტი, გურამ ჭვინტიშვილი.
ბოლნისში მცხოვრები იმრან გასანოვი აცხადებს, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, გამართული სპორტული მოედანი არსად არის: ძველი მოედნები ამორტიზებულია, ბევრი მათგანი კი საერთოდ საძოვრად არის ქცეული.
"კლუბში კი არა, ნორმალურ მოედანზე ფეხბურთის თამაშიც კი ჩვენთვის მიუწვდომელი ოცნებაა," - ამბობს 16 წლის ქენან მამედოვი.
კამრან მამედოვს პროფესიულ სპორტში წარმატების მიღწევის იმედი უკვე აღარ აქვს და ფეხბურთის მიტოვებაზე ფიქრობს: "ახლა ვხვდები, რომ ტყუილად ვკარგავ წლებს. ადგილობრივ გუნდშიც კი ვეღარ ვთამაშობ. ქვიან მოედანზე ვარჯიშით წარმატების მიღწევა შეუძლებელია. წელს მოვემზადები და უნივერსიტეტში ჩავაბარებ. ფეხბურთში წარმატებას ვერ მივაღწიე, მაგრამ შეიძლება კარგი ეკონომისტი გამოვიდე."
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები