ტერი ჰატჩერი იმედოვნებს, რომ "სასოწარკვეთილი დიასახლისები" გაგრძელდება
საკულტო ამერიკული სერიალის "სასოწარკვეთილი დიასახლისების" მსახიობი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს შოუს გაგრძელებაში მონაწილეობის მისაღებად და იმედოვნებს, რომ ერთ დღეს ეს აუცილებლად მოხდება.
"იმ შემთხვევაში, თუ "სასოწარკვეთილი დიასახლისების" გაგრძელებად გადაწყვეტენ, მე ვიქნები პირველი ადმაიანი, ვინც ამას დათანხმდება. ძალიან მინდა ეს მოხდეს, მენატრება ჩემი პერსონაჟი და მენატრება სერიალი", - ამბობს ტერი ჰატჩერი.
აღსანიშნავია, რომ ABC-ის შოუს გაგრძელებაში მონაწილეობისთვის მზადყოფნა მანამდე სხვა მსახიობებმაც გამოთქვეს.
შოუს ერთ-ერთმა მსახიობმა, რენე პერის როლის შემსრულებელმა, ვანესა უილიამსმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხშირად ნახულობს მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობებს და ხშირად საუბრობენ, რომ სურთ კვლავ დაბრუნდნენ ეკრანზე.
"გოგოებთან კვლავ ვმეგობრობ, ერთდერთი ვინც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ვერ ვნახე მარშა კროსია [ბრი]. შევხვდი ფელისიტის [ლინეტი], ტერისას [სიუზენი] და ევას [გაბი], რომლებთანაც ჩვენ გაერთიანებაზე ვისაუბრე და ისინი მზად არიან დიასახლისების კანში კიდევ ერთხელ შეძვრნენ", - ამბობს ვანესა.
უილიამსის გარდა დაბრუნებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს ევა ლონგორიაც, რომელიც სერიალში გაბი სოლისის როლს ასრულებს.
"მენატრება შოუ, მენატრება გადასაღებ მოედანზე გატარებული თითოეული დღე, მენატრება გაბი. ძალიან მინდა კიდევ ერთხელ მომეცეს შანსი გაბი სოლისი გავხდე. ისევ ჩავიცვა მისი კაბები, ფეხსაცმელები. თუმცა არავინ იცის რა მოხდება, მარკ ჩერიმ [შოუს შემქმნელი] რამდენჯერმე გვითხრა, რომ ჯერ არ აპირებს სერიალის გაგრძელებას. გარდა ამისა ყველა მსახიობი დაკავებულია, ფელისიზი [ლინეტ სკავო] ყოველ წელს ემის და ოქროს გლობუსის ნომინანტ პერსონაჟს ქმნის, მეც ჩემი პროექტებით ვარ დაკავებული, თუმცა იმედს მაინც ვიტოვებ, რომ ერთ დღეს კვლავ გავერთიანდებით", - ამბობს გაბი.
ABC-ს შოუ სასოწარკვეთილი დიასახლისები პირველად ეთერში 2004 წელს გავიდა და მას შემდეგ უამრავი ემი, ოქროს გლობუსი თუ მსახიობთა გილდიის ჯილდო მოიპოვა.
Eurodata TV Worldwide-ს მონაცემებით, სასოწარკვეთილი დიასახლისები ამჟამადაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე.
სერიალის სიუჟეტი გამოგონილ ამერიკულ დასახლებაში, ვისტერია ლეინის ქუჩაზე ვითარდება. მოწესრიგებული ეზოებისა და ლამაზი სახლების მიღმა ნამდვილი ადამიანური დრამა იმალება. ოთხი ერთმანეთისგან განსხვავებული დიასახლისი ცდილობს, პირად პრობლემებს გაუმკლავდეს და ამ პროცესს მაყურებელიც დიდი ინტერესით ადევნებს თვალს: სუზანი ქმარს სცილდება, ლინეტს ოთხი მცირეწლოვანი შვილი პირად ცხოვრებას ართმევს, ბრი ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობს ოჯახის იმიჯს, გაბის კი ერთი კაცი არ აკმაყოფილებს. მოკლედ, აქ შუახნის ასაკის ყველა პრობლემას შეხვდებით.
სერიალი ეთერში 8 წლის განმავლობაში გადიოდა და მყარად გაიდგა ფესვები ამერიკულ და არა მხოლოდ ამერიკულ პოპ-კულტურაში.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
კომენტარები