გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი: საწამლავის წყარო, შესაძლოა, ბრიტანეთი ყოფილიყო
გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებეზნიანმა განაცხადა, რომ სოლსბერგში ყოფილი რუსი ჯაშუშისა და მისი შვილის, იულიას წინააღმდეგ გამოყენებული მომწამვლელი ნივთიერის ეერთ-ერთი სავარაუდო წყარო დიდი ბრიტანეთია. ამის შესახებ მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნოვიჩოკის სახელით ცნობილი ნივთიერების წარმოება რუსეთში არ ყოფილა. ნებეზნიანმა სკრიპალის მოწამვლა რუსეთისთვის არახელსაყრელი უწოდა და სოლსბერგში განვითარებულ მოვლენებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნილი პროვოკაცია უწოდა. მან აღნიშნა, რომ რუსეთმა ბრიტანეთს გამოყენებული ნივთიერების ნიმუშები მოსთხოვა, თუმცა უარი მიიღო.
გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ჯონათან ალენმა განმარტა, რომ დიდი ბრიტანეთი ვალდებული არაა ნიმუშები გააგზავნოს. მან რუსეთი ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.
"რუსეთს ოპონენტების მკვლელობის დიდხნიანი ისტორია აქვს, მათ შორის ლიტვინენკოსი, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე ათი წლის წინ რადიოაქტიური ნივთიერებით მოკლეს. რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში დიდი ხანია ერევა, მათ შორის, მონტენეგროში გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა, სხვა სახელმწიფოებზე მუდმივი კიბერშეტევები ან დემოკრატიულ პროცესებზე გავლენის მცდელობები. რუსეთს საერთაშორისო სამართლის დარღვევის დიდი ისტორია აქვს, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებს ჩვენ ვხედავთ ყირიმსა და საქართველოში", - განაცხადა ჯონათან ალენმა.
ამავე სხდომაზე გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ აშშ დიდ ბრიტანეთს სოლიდარობას უცხადებს და სკრიპალის მკვლელობის მცდელობისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
"რუსეთმა ადრე დაიჩივლა, რომ ჩვენ მას ძალიან ხშირად ვაკრიტიკებთ. თუ რუსეთის მთავრობა ოპონენტების მოსაკლავად ქიმიური იარაღის გამოყენებას შეწყვეტს, თუ ის შეწყვეტს სირიელი მოკავშირისთვის ქიმიური იარაღის მიწოდებას და ქიმიური იარაღის აკრძალვისთვის გაეროსთან თანამშრომლობას დაიწყებს და ამ ნერვო-პარალეპტიკური ნივითიერების შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწოდებს, ჩვენ შევწყვეტთ მასზე საუბარს", - განაცხადა ჰეილიმ.
მან აღნიშნა, რომ თუ სოლსბერგში განვითარებულ მოვლენებს სათანადო რეაგირება არ მოჰყვება, ეს არ იქნება უკანასკნელი ადგილი, სადაც რუსეთი იმოქმედებს.
"ის შეიძლება გამოიყენონ აქ, ნიუ-იორკში, ან ნებისმიერი იმ ქვეყნის ქალაქში, რომელიც ამ საბჭოს წევრია. ეს გადამწყვეტი მომენტია. გაეროს წევრმა ქვეყნებმა ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ გამოდიან. ახლა ერთ-ერთ ქვეყანას სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებაში ედება ბრალი. თუ ჩვენ რუსეთს პასუხისმგებლობისკენ არ მოვუწოდებთ, [უშიშროების] საბჭოს ავტორიტეტი მთლიანად შეირყევა".
გაიგეთ მეტი:
- დიპლომატების გაძევების გარდა, კიდევ რა ელოდება რუსეთს დიდი ბრიტანეთისგან
- რუსეთი ბრიტანეთის ბრალდებებს არ უპასუხებს, სანამ საქმის მასალებზე წვდომა არ ექნება
- აშშ იზიარებს ბრიტანეთის ვერსიას, რომ სკრიპალის მოწამვლის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი იდგა
- რუსეთის საგარეო უწყება ტერეზა მეის ბრალდებაზე: საცირკო წარმოდგენა ბრიტანეთის პარლამენტში
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები