საეჭვო ვითარებაში დაღუპული რუსი დისიდენტები, ბიზნესმენები და ყოფილი ჯაშუშები
ბოლო წლებია მედიაში მუდმივად ისმის დისიდენტების, ბიზნესმენებისა და ყოფილი ჯაშუშების მკვლელობისა თუ მოწამვლის ფაქტების შესახებ. იმ ადამიანების ცხოვრება ვისაც, პუტინი მოღალატედ მიიჩნევს რთულია და როგორც წესი, ტრაგიკულად სრულდება ხოლმე.
სწორედ "მოღალატეებად" შეაფასა ჯაშუშები პუტინმა, როცა 2010 წელს, რუსი არალეგალი ჯაშუშების ქსელის გაშიფვრაზე ისაუბრა: "ადამიანი, რომელიც მოღალატის ბედს ირჩევს, ამას ბევრჯერ ინანებს".
ერთ-ერთი ასეთი სერგეი სკრიპალია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოწამლეს და ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
On.ge მოგიყვებათ იმ ჯაშუშების, ბიზნესმენებსა და დისიდენტებზე, ვისაც პუტინი "მოღალატეებად" მიიჩნევდა და რომლებიც საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ.
სერგეი სკრიპალი
4 მარტს ინგლისში, ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი ცენტრალურ პარკში უგონო მდგომარეობაში გამვლელებმა აღმოაჩინეს. როგორც შემდეგ გაირკვა, სკრიპალი და მისი შვილი იულია რუსეთში (სსრკ) დამზადებული ნერვო-პარალეპტიკური გაზით "ნავიჩოკით" მოწამლეს.
სერგეი სკრიპალი მძიმე მდგომარეობაში იყო, გონს რამდენიმე დღის წინ მოვიდა. მკურნალობის შედეგად გაუმჯობესდა მისი შვილის, იულია სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მან და პოლიციის სერჟანტმა, ნიკ ბეილიმ, რომელიც პირველად მიუახლოვდა დაშავებულებს საავადმყოფო დატოვეს.
სერგეი სკრიპალი წლების განმავლობაში რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურში მაღალ თანამდებობას იკავებდა. 2004 წელს სკრიპალი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს. მას ბრიტანეთის სასარგებლოდ შპიონაჟში დაადანაშაულეს. 2006 წელს სკრიპალმა ბრალი აღიარა, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა სკრიპალმა ციხეში მხოლოდ 4 წელი გაატარა. 2010 წელს სკრიპალი და იმავე ბრალდებით დაკავებული სამი პირი აშშ-ში გამოაშკარავებული რუს ჯაშუშთა ქსელის წევრებში გაცვალეს. 2010 წლიდან სკრიპალი ოჯახთან ერთად ბრიტანეთში ცხოვრობდა. მიუხედავად მიღწეული შეთანხმებისა, ბრიტანეთში სკრიპალის ცხოვრება უფრო მშვიდი ნამდვილად არ გამხდარა.
2012 წელს ყოფილი პოლკოვნიკის ცოლს კიბო აღმოუჩინეს, ლუდმილა სკრიპალი იმავე წელს გარდაიცვალა. 2017 წელს სანქტ-პეტერბურგში დასასვნებლად წასული სერგეი სკრიპალის შვილი ალექსანდრე საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, დაღუპვის მიზეზად ღვიძლის უკმარისობა სახელდება.
სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში, დიდი ბრიტანეთი რუსეთს ადანაშაულებს. ფაქტიდან მალევე დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ბრიტანეთის ინიციატივას აშშ და ევროპული სახლემწიფოების უმრავლესობა შეურთდა. დღეისთვის მსოფლიოს 26 სახელმწიფოდან 150-მდე რუსი დიპლომატია გაძევებულია. კრემლი ყველანაირ ბრალდებას უარყოფს.
ალექსანდრ ლიტვინენკო
ლიტვინენკომ დაზვერვაში მუშაობა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ლიტვინენკომ მუშაობა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში გააგრძელა. 1998 წელს ლიტვინენკომ და მისმა თანამშრომლებმა პრესკონფერენცია მოაწყვეს, სადაც განაცხადეს, რომ ხელმძღვანელობისგან მათ ცნობილი რუსი ოლიგარქის ბორის ბერეზოვსკის მკვლელობის ბრძანება მიიღეს.
პრესკონფერენციიდან მალევე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის არაერთი საქმე აღიძრა. 2000 წელს იგი საცხოვრებლად ბრიტანეთში გადავიდა და იქაური მოქალაქეობაც მიიღო. 2006 წელს ლიტვინენკო პოლონიუმის იზოტოპით მოწამლეს და 2006 წლის 23 ნოემბერს იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გამოძიების შედეგად ლიტვინენკოს მკვლელობაში ბრიტანეთმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები ანდრეი ლუგავოი და დიმიტრი კოვტუნი დაასახელა. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მათთან შეხვედრის დროს მოიწამლა ლიტვინენკო. დამნაშავეების ექსრადირებაზე მოსკოვმა უარი განაცხადა და შემთხვევიდან მალევე ლუგავოის სახელმწიფო დუმის დეპუტატის მანდატი და იმუნიტეტი მიანიჭეს. ბრიტანეთის ხელისუფლების ვერსიით ლიტვინენკოს მკვლელობა ვლადიმერ პუტინის მიერ იყო ნებადართული.
ალექსანდრ პერიპილიჩნი
პერიპილიჩნიმ კარიერა რუსული სადაზვერვო სამსახურში დაიწყო, თუმცა დაზვერვაში ის დიდი ხანი არ მუშაობდა. მალევე, მან საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და წლების განმავლობაში სწორედ ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა.
პერიპილიჩნი იყო სერგეი მაგნიტსკის სიკვდილის საქმეზე ფონდ Hermitage Capital-ის მთავარი მოწმე. მან ჩვენებები მისცა რიგი რუსი ბიზნესმენებისა და ჩინოვნიკების წინააღმდეგ, ვისაც კორუფციაში და საბიუჯეტო თანხების მოპარვაში ადანაშაულებდნენ. 2009 წელს ბრიტანეთმა მას და მის ოჯახს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა და იგი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე პერიპილიჩნი ბრიტანელ და შვეიცარელ სამართალდამცავებს რუსული ფულის გათეთრების საქმეზე ეხმარებოდა. ოფიციალური ვერსიით, 2012 წლის ნოემბერში საღამოს სარბენად გამოსული პერიპილიჩნი ქუჩაში გულის შეტევისგან გარდაიცვალა. ექსპერტიზამ ორგანიზმში აღმოაჩინა იშვიათი მცენარისგან დამზადებული შხამი. Gelsemium Elegans-ის ფოთლების წვენი სისხლძარღვებზე მძიმედ მოქმედებს და მიღებიდან მალევე გულის შეტევის მიზეზი ხდება.
სერგეი ტრეტიაკოვი
სერგეი ტრეტიაკოვი წლების განმავლობაში გაეროში რუსული საგარეო დაზვერვის თავმჯდომარის მოადგილე იყო. იგი რუსულმა დაზვერვამ 2000 წელს გამოააშკარავა. მას აშშ-ს სასარგებლოდ შპიონაჟში დასდეს ბრალი.
ამ დროისთვის ტრეტიაკოვი ოჯახთან ერთად ამერიკაში იყო, სადაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. 2010 წელს იგი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უცნობია.
ალექსანდრ პოტეევი
პოტეევი რუსეთის საგარეო დაზვერვის, დეპარტამენტ "ეს"-ის მოადგილე იყო. სწორედ ეს დეპარტამენტი კურირებს იმ ჯაშუშებს, რომელიც უცხო ქვეყანაში დიპლომატიური საფარის გარეშე მოქმედებენ, ე.წ. არალეგალებს.
პოტეევის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე რუსი ჯაშუშების ქსელის გამოავლინეს ამერიკაში. პოტეევის მიერ გამოაშკარავებულ ჯაშუშებს შორის აღმოჩნდა რუსული დაზვერვის გენერალ-მაიორი მიხაილ ვასენკოვი, რომელიც შტატებში 1971 წლიდან დიპლომატიური საფარის გარეშე ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა.
მაშინ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 11 რუსი ჯაშუში დააკავა. სწორედ ამ ჯაშუშებში გაცვალეს 4 მარტს ბრიტანეთში მოწამლული სერგეი სკრიპალი. პოტეევს რუსულმა სასამართლომ დეზერტირობისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გავრცელებული ინფორმაცით, 2016 წლის ივლისში პოტეევი აშშ-ში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ბორის ბერეზოვსკი
რუსი ოლიგარქი და მედიამაგნატი 90-იანი წლების რუსეთში დიდი პოლიტიკური გავლენით სარგებლობდა, თუმცა ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე მას რუსეთის დატოვება მოუწია.
2003 წელს ბერეზოვსკიმ დიდ ბრიტანეთს შეაფარა თავი, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ბერეზოვსკის პუტინის რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგე იყო. 2013 წლის 23 მარტს ბერეზოვსკი ლონდონში საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მისი გარდაცვალების გარემოებები და მიზეზები დღემდე გაურკვეველია.
სკოტ იანგი
სკოტ იანგი ბრიტანელი ბიზნესმენი და ბორის ბერეზოვკის საქმიანი პარტნიორი იყო. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ იანგი ეხმარებოდა ბერეზოვსკის რუსეთიდან ფინანსების გამოტანაში.
იგი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთიდან ბრიტანეთში გაქცეულ ბიზნესმენებთან მათ შორის, ბადრი პატარკაციშვილთანაც.
2017 წლის 8 დეკემბერს იანგი თავის მეგობრის ბინის ფანჯრიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. მანამდე მისი საქმიანი პარტნიორები: პოლ კასლი, რობერტ კერტისი და ჯონი ელიჩაოფი იპოვეს გარდაცვლილები. პოლიციის ვერსიით, სამივე ბიზნესმენმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
იური გოლუბეევი
იური გოლუბეევი სკანდალურად ცნობილი რუსული ენერგო გიგანტის იუკოსის ერთ-ერთ დამფუძნებელი და მფლობელი იყო. გოლუბეევი, ასევე, მეგობრობდა მიხეილ ხოდორკოვსკისთან. კომპანია იუკოსი რუსეთის ყველაზე დიდ ნავთობკომპანიად მიიჩნეოდა, ხოლო მისი დამფუძნებელი მიხეილ ხოდორკოვსკი კი - რუსეთი ყველაზე მდიდარი მოქალაქე იყო.
ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, ხოდორკოვსკიმ პუტინი საჯაროდ გააკრიტიკა. 2003 წლიდან კომპანიის და პირადად ხოდორკოვსკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის არაერთი საქმე აღიძრა. გამოძიება, საბოლოოდ, იუკოსის გაკოტრებით და ხოდორკოვსკის 12-წლიანი პატიმრობით დასრულდა. გოლუბეევმა და ხოდორკოვსკის სხვა პარტნიორებმა რუსეთი ხოდორკოვსკის დაპატიმრებიდან მალევე დატოვეს. 2007 წლის 7 იანვარს, ლონდონში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
მეთიუ პანჩერი
პანჩერი ლიტვინენკოს მოწამვლის საქმეზე მომუშავე ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი იყო. პანჩერი მომწავლელი რადიაციული ნივთიერებების სპეციალისტი იყო. სწორედ ასეთი ნივთიერებით, პოლონიუმის იზოტოპით მოწამლეს ლიტვინენკო.
პანჩერის გვამი 2016 წლის 4 მაისს, ოქსფორდში საკუთარ სახლში მრავლობით ჭრილობებით აღმოაჩინეს.
დენიელ მაკგრორი
Times-ის ჟურნალისტი, დენიელ მაკგრორი ლიტვინენკოს საქმის შესახებ დოკუმენტური ფილმის ავტორია. ფილმი მაკგრორის გარდაცვალებიდან ხუთი დღის შემდეგ გამოვიდა. მაკგრორის საავტარო ფილმში ნაჩვენები იყო ლიტვინენკოს გარდაცვლების გარემოებები და დასახელებული იყო სავარაუდო დამკვეთებისა და შემსრულებლების ვინაობა.
2007 წლის 20 თებერვალს ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მაკგრორი იყო გარდაცვალების მიზეზად სისხლჩაქცევა სახელდება.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები