რა მოხდა გუდაურში - რუსი ტურისტი, რომელიც საბაგიროდან გადმოხტა, მიმართვას ავრცელებს
„გადავწყვიტე, მეც დავწერო გუდაურში, საბაგიროზე მომხდარი ავარიის შესახებ, რადგან, სხვებისგან განსხვავებით, ვინც ამ თემაზე წერს, მე შემთხვევის ადგილზე გახლდით და თავად გადმოვხტი საბაგიროდან", - ამის შესახებ გუშინ, გუდაურში მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებული რუსი ტურისტი მიმართვას ავრცელებს.
„დიახ, მართალია, რაღაც მიზეზის გამო, საბაგიროს ორივე მუხრუჭი მართლაც გამოვიდა მწყობრიდან. ოპერატორმა მეტის გაკეთება ვერ მოახერხა. რამდენადაც მე შევიგრძენი, საბაგირო უკუსვლით დაიძრა 300-400 მეტრზე. დიახ, მართლაც, ყველამ გადახტომა დაიწყო. ქვედა საყრდენთან ახლოს ვინც იყო, მას ნაკლებად გაუმართლა, თუმცაღა მათგან ზოგმა სწორი რეაგირება მოასწრო და გადახტა. კარგია, რომ შემთხვევის წინა დღეს თოვლი წამოვიდა და ფერდობი რბილი იყო. მე თავად, 8 მეტრი სიმაღლიდან მომიხდა გადმოხტომა, თან დიდი სიჩქარით. მეშინოდა, მაგრამ სხვა არანაირი ვარიანტი არ არსებობდა. იქვე მაშველებიც იყვნენ. ისინი ძალიან ოპერატიულად ახდენდნენ მათ ევაკუირებას, ვისაც შველა სჭირდებოდა. მეც ვეხმარებოდი ყველას, ვისაც დახმარება სჭირდებოდა.
ამჟამად დაშავებულია 11 ადამიანი. მათგან მხოლოდ ერთია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, დანარჩენები თავს კარგად გრძნობენ, მათ დროული დახმარება გაუწიეს. ყველანი ცოცხლები ვართ. ოპერატიულად ჩატარებული ევაკუაციის შემდეგ, უმალვე მოხერხდა მთების წვერზე მაშველებისა და მოხალისეების გადასროლის ორგანიზება, რათა საბაგიროდან იქ დარჩენილი ადამიანები ჩამოეყვანათ. ყველა ჯგუფი ოპერატიულად და პროფესიონალურად მუშაობდა. ადამიანები მაშველებს პროფესიონალიზმისთვის მადლობას უხდიდნენ. მთელ სამაშველო ოპერაციას დაახლოებით მხოლოდ 1,5 საათი დასჭირდა.
მე ასევე ერთ-ერთ სამაშველო ჯგუფს ვეხმარებოდი, რომ პროცესი დაჩქარებულიყო (ვთხოვდი ადამიანებს, ჩამოეყარათ აღჭურვილობა, აკურატულად ვალაგებდი მათ და მერე ვაჩვენებდი, საიდან უნდა აეღოთ, მუდმივად ვასწორებდი თოკებს, ერთმანეთში რომ არ გადახლართულიყვნენ, რომ მაშველებს ეკეთებინათ ის, რაც ევალებოდათ და კიდევ სხვა წვრილმანებშიც ვეხმარებოდი).
მოკლედ, ხო, არ ამუშავდა მუხრუჭები. რატომ, ამის შესახებ მონაცემები ჯერ არ არსებობს. დღეს კომპანია „დოპელმაიერის" საერთაშორისო მნიშვნელობის სპეციალისტები დაიწყებენ იმის გარკვევას, რა მოხდა. ჯერჯერობით, შედეგებს ველოდებით.
კურორტმა ძალიან ოპერატიულად მოახდინა ავარიაზე რეაგირება და 200%-ით შეასრულა სამუშაოები.
ახლა ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება. გთხოვთ, ნუ ავრცელებთ და ნუ თესავთ დამატებით პანიკას!
საქართველოს სახელმწიფო საკუთარი ხარჯებით ეხმარება დაზარალებულებს. ველით ექსპერტიზის შედეგებს!", - ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
კომენტარები