Stranger Things-ის მსახიობებს ხელფასი გაუზარდეს
Netflix-ის პოპულარული სერიალის, Stranger Things-ის მსახიობები მესამე სეზონში გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ.
ფინ ვოლფჰარდი, გატენ მატარაცო, კალებ მაკლაჰინი და მილი ბობი ბრაუნი მესამე სეზონის თითო სერიაში $250 ათასს მიიღებენ.
პირველ ორ სეზონში მსახიობები $30 ათასს იღებდნენ, განსხვავებით მილი ბობი ბრაუნისგან, რომელსაც როგორც შოუს წამყვან მსახიობს, თითო ეპიზოდში $150 ათასს უხდიდნენ.
რაც შეეხებათ Stranger Things-ის კიდევ ორ მსახიობს - ვაიონა რაიდერსა და დევიდ ჰარბორს, ისინი თითო ეპიზოდში $350 ათასს მიიღებენ.
ნეტფლიქსის შოუ, წარმატებული პირველი და მეორე სეზონის შემდეგ, უკვე ემზადება ახალი ნაწილისთვის.
პირველი სასიხარულო ამბავი, რომელსაც სერიალის შემქმნელები გვპირდებიან, სერიების რაოდენობაა. როგორც შოუს პროდიუსერი შონ ლევი ამბობს, მესამე სეზონი შესაძლოა მეორეს მსგავსად, 9 ეპიზოდით დაბრუნდეს.
ცნობილი გახდა ისიც, რომ სიუჟეტის ცენტრში ამჯერად უილ ბაიერსი აღარ იქნება. სერიალის პროდიუსერი ამბობს რომ, მესამე სეზონში აქცენტი სხვა პერსონაჟებზეც გადანაწილდება.
დღეს შოუს შემქმნელებმა იმ ორი მსახიობის ვინაობაც გაამხილეს, რომლებიც Stranger Things-ის მესამე სეზონში მიიღებენ მონაწილეობას.
ერთ-ერთი პრია ფერგიუსონია, რომელიც სერიალის მეორე სეზონშიც ჩანდა - ის ლუკასის დაა.
რაც შეეხება მეორე მსახიობს, მაია ჰოუკს, ძმებ დაფერების დრამაში მის პერსონაჟს რობინი ერქმევა, თუმცა სხვა დეტალები მისი გმირის შესახებ ჯერ უცნობია.
მაია ჰოუკის მშობლები უმა თურმანი და ითან ჰოუკი არიან.
გარდა ამისა, მესამე სეზონში შოუს სამი ახალი პერსონაჟი დაემატება:
ლარი კლინი - პოლიტიკოსი, რომელიც მხოლოდ საკუთარი მიზნებისა და კარიერისთვის მოქმედებს.
ბრიუსი - 50 წელს მიახლოვებული ახალი ამბების რეპორტიორი, რომელიც ხასიათდება სექსისტური განცხადებებით და ნადირობს სკანდალურ ამბებზე.
პატრისია ბრაუნი - ჯოისის 70 წელს გადაცილებული მეზობელი, რომელიც საკუთარი დროის ძირითად ნაწილს ბაღის მოვლასა და მეზობელ ბავშვებზე ზრუნვას უთმობს.
შემქმნელებს სერიალის გამოსვლის ზუსტი დრო არ დაუსახელებიათ, თუმცა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შოუ 2019 წლამდე არ გამოვა.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები