გირჩის მღვდელმსახურები, შეიძლება, ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში გაიწვიონ
მოქალაქეები, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს, რელიგიური თუ სხვა მიზეზებით თავს არიდებენ, ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაივლიან. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის შალვა ხუციშვილის მიერ სააგენტო ინტერპრესნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუშია ნათქვამი.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სამხედრო სამსახურში არ იწვევენ იმ პირებს, რომლებიც მღვდელმსახურები არიან ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობენ. ახალ ინიციატივაზე, რომელშიც კანონის ეს მუხლი ნაწილობრივ იცვლება, საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად მუშაობს.
შალვა ხუციშვილის თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით თავს არიდებენ შეიარაღებულ ძალებში სამსახურს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაიწვევს. ალტერნატიული სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ მოქალაქეს მათ უწყებაში დასაქმების საშუალებაც ექნებათ.
"შევქმნით პირობებს იმისთვის, რომ მათ ალტერნატიული სამხედრო სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამაშველო-სახანძრო დანაყოფებში მოიხადონ, დაეუფლონ მეხანძრე-მაშველის უნარ-ჩვევებს და უკვე კონკრეტული უნარ-ჩვევებით სარეზერვო სამსახურშიც ჩაირიცხონ", - ამბობს შალვა ხუციშვილი.
On.ge-ს აინტერესდება გავრცელდება თუ არა ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალი ინიციატივა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაგვიმარტეს, რომ ალტერნატიული სამხედრო სამსახურის ხედვასა და ახალ უწყებაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით 30 მარტს პრეზენტაცია იგეგმება. 30 მარტამდე კი ამ თემაზე არ ისაუბრებენ.
უცნობია, სავალდებულო იქნება თუ არა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ შემოთავაზებული ატერნატიული სამხედრო სამსახური. კანონპროექტის დეტალების გასარკვევად On.ge თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან ირაკლი სესიაშვილთან დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.
გირჩის მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადასავადებლად შექმნილი რელიგიური ორგანიზაცია უკვე 3000-ზე მეტ ახალწვეულს აერთიანებს. ორგანიზაცია წინა წელს, მარტში დაარსდა. ერთი წლის თავზე კი ხელისუფლება მუშაობს ინიციატივაზე, რომლითაც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით ახალწვეულები სამხედრო სამსახურს თავს ვერ აარიდებენ.
ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელთმსახურის ნიკა ობოლაძის შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს, რომ გირჩის რელიგიური ორგანიზაციის ინიციატივის შესაჩერებლად რაიმეს აკეთებს.
"ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში რაღაც რეფორმას ატარებენ, თუმცა არაფერსაც არ აკეთებენ. ეს სისტემა მოშაშლელია და არ ემსახურება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას. არაფერი გამოუვათ", - უთხრა On.ge-ს ნიკა ობოლაძემ.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები