5 რეკლამა დაუნის სინდრომის შესახებ, რომელიც დღესვე უნდა ნახოთ
2010 წლიდან, ყოველ 21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველო წელს მეშვიდედ უერთდება მსოფლიო ინიციატივას.
დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა, რა დროსაც ნაყოფის უჯრედებში 46-ის ნაცვლად 47 ქრომოსომა ჩნდება. ათასი ბავშვიდან ერთი სწორედ ამ სინდრომით იბადება. იგი პირველად 1866 წელს მეცნიერმა ჯონ დაუნმა აღწერა. განვითარებულ ქვეყნებში მუდმივად მუშაობენ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მიმართ სტიგმის დაძლევაზე. შედეგად, ისინი იღებენ განათლებას, საქმდებიან და ქმნიან ოჯახებს.
გთავაზობთ დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად გადაღებულ რეკლამებს, რომლებიც დღესვე უნდა ნახოთ, რადგან დღეს 21 მარტია.
1. ძვირფასო მომავალო დედა
ვიდეო ორსული ქალის მესიჯით იწყება, რომელიც ბავშვს ელოდება, რომელსაც დაუნის სინდრომი ექნება. მას ამ სინდრომის მატარებელი ბავშვები შემდეგი სიტყვებით მიმართავენ:
"ძვირფასო მომავალო დედა, არ შეგეშინდეს, შენი შვილი ბევრი რამის გაკეთებას შეძლებს. ის ჩაგეხუტება, შენთან გამოიქცევა, ილაპარაკებს და სკოლაში წავა, როგორც ყველა. ის წერას ისწავლის და შენ მოგწერს, როცა შორს იქნება - რადგან ის მოგზაურობასაც შეძლებს. ის მამას დაეხმარება და თავის ველოსიპედს შეაკეთებს.
ის მუშაობასაც შეძლებს და თავისი შემოსავალი ექნება. შემდეგ კი, თავისი ფულით ვახშამზე დაგპატიჟებს. შეიძლება თავისთვის ბინაც იქირავოს და ცალკე გადავიდეს. ხანდახან ეს რთული იქნება, ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელი. მაგრამ, ნუთუ ყველა დედა არ ფიქრობს ამაზე? ძვირფასო მომავალო დედა, შენს შვილს შეუძლია ბედნიერი იყოს - როგორც მე, შენც ბედნიერი იქნები. ხომ ასეა დედა?"
2. როგორ აღმიქვამ?
2 წლის წინ, CoorDown-მა შთამბეჭდავი ვიდეო გადაიღო, რომელშიც ამერიკელი მსახიობი ოლივია უაილდი მონაწილეობს.
ანა-როუზი 19 წლის გოგონაა ნიუ-ჯერსიდან, ის კოლეჯის სტუდენტია და ასევე ფიზიკური თერაპიის ცენტრში მუშაობს. თავისუფალ დროს მას უყვარს ცურვა კალათბურთის თამაში.
ანა-როუზი თავის ისტორიას ყვება და ამბობს, რომ თავს ჩვეულებრივ ადამიანად ხედავს. მას, ისევე როგორც დაუნის სინდრომის მქონე ბევრ ადამიანს, სურს რომ თავისი პოტენციალის რეალიზება მოახდინოს და ლამაზი, მრავალფეროვანი ცხოვრება ჰქონდეს.
3. არავითარი განსაკუთრებული საჭიროებები
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებზე უამრავი მითი არსებობს. რეკლამა გვიყვება, რომ მათ განსაკუთრებული პირობების ნაცვლად, განათლება, სამუშაოები, შესაძლებლობები, მეგობრები და სიყვარული სჭირდებათ.
4. მე შენი ფანი ვარ
რეკლამაში მამა ყვება, როგორ ელოდა, რომ მისი შვილი ბიჭი იქნებოდა, რომელსაც ფეხბურთს ასწავლიდა. თუმცა ის ლამაზი გოგოს მამა გახდა.
"ძალიან მინდოდა, შენთვის ფეხბურთის თამაში მესწავლებინა, თუმცა ეს შენი სპორტი არ იყო. საბოლოოდ კი, თავად მასწავლე როგორია ცხოვრება. მე შენი უდიდეს გულშემატკივარი ვარ".
ვიდეორგოლი სააგენტო Y&R-მა გადაიღო Special Olympics-სთვის - ჩემპიონატი, რომელშიც შშმ პირები მონაწილეობენ.
5. ოცნებები
ეს რეკლამა ცნობიერების ასამაღლებლად 11 წლის წინ გადაიღეს, როდესაც მსოფლიომ დაუნის სინდრომის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა.
რეკლამის გმირები ვიდეოს დასაწყისში იმ განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე ყვებიან, რომლებითაც ამაყობენ. შემდეგ კი თავიანთ ოცნებებზე უამბობენ სამყაროს.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები