როგორ იპოვა პატარა ძაღლმა მსოფლიო ჩემპიონატის დაკარგული თასი
ფეხბურთთან დაკავშირებული ისტორიები ძირითადად საფეხბურთო მოედანს არ სცილდება. იმარჯვებენ აუტსაიდერები, გუნდებს ბოლო წამებზე გააქვთ გოლი და მაყურებლები დაუჯერებელი დრამის მონაწილენი ხდებიან. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი და ლამის მისტიკით მოცული საფეხბურთო ისტორია სწორედ მოედნის მიღმა მოხდა.
1966 წლის 20 მარტს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის თასი მოიპარეს. ამ ამბავმა მსოფლიოს პრესაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. პანიკამ მოიცვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია (რომელსაც მოსამზადებელი პროცესისთვის ორგანიზება უნდა გაეწია) და ლონდონის პოლიცია. პანიკამ გასტანა მანამ, სანამ თასი ძაღლმა პიკლსმა და მისმა პატრონმა, დევიდ კორბეტმა არ იპოვეს.
როგორც კორბეტი ამბობს, ეს არის ისტორია, რომელიც ფეხბურთის ლეგენდად იქცა:
მართალია, ისტორიის მთავარი მონაწილე, როგორც უკვე გითხარით, ძაღლია, რომელიც საფეხბურთო ფოლკლორის ნაწილად იქცა, თუმცა ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო.
ძარცვა
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 6 თვით ადრე ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მიიღო მითითება, რომ თასი ვესტმინისტერის ცენტრალურ დარბაზში, პარლამენტისგან ასეულ მეტრში, კარგად დაცულ ადგილას განეთავსებინათ. ფიფასგან იყო მოთხოვნა, რომ თასის ტრანსპორტირება სანდო კომპანიას მოეხდინა, იგი შეენახათ მინის ყუთში, რომელსაც 24 საათის განმავლობაში დაიცავდნენ და 30.000 ფუნტად დაეზღვიათ. საინტერესოა, რომ თავად თასი დაახლოებით 3 მილიონი ფუნტის ღირებულების იყო.
როგორც აღმოჩნდა, დაცვა 24-საათიან რეჟიმში არ მუშაობდა და გამოფენის დახურვისას, დაახლოებით დილის 11:00-დან 12:10-მდე ინტერვალში, როდესაც ქვემოთა სართულზე საეკლესიო მსახურება მიმდინარეობდა, მძარცველი უკანა კარიდან შეიპარა, თასი აიღო და შენობა კვალის გარეშე დატოვა. ლონდონის პოლიცია თვალსა და ხელს შუა გაქურდეს.
ამის შემდეგ ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობდა, რომ "დაცვას არანაირი შეცდომა არ დაუშვია, თასი უბრალოდ გაქრა".
პოლიციის თქმით, მძარცველი 30 წლამდე მამაკაცი იყო, შავი თმითა და სახეზე ნაიარევით.
ისტორიის მთავარი გმირები
დავუბრუნდეთ პიკლსსა და კორბეტს. ძარცვიდან ერთი კვირის შემდეგ კორბეტი თავის ძაღლთან ერთად სატელეფონო ჯიხურის სიახლოვეს იდგა და ცდილობდა გაერკვია, შეეძინა თუ არა მის ძმას შვილი. უეცრად ძაღლმა რაღაც იყნოსა და უცნაურად შეფუთული ნივთი იპოვა.
"ნივთი გაზეთში იყო შეხვეული და ჩემი მეზობლის მანქანის საბურავთან იდო. ხელში ავიღე და ძალიან მძიმე აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე დიდი იყო".
მან ერთ მომენტში ისიც კი ჩათვალა, რომ სინამდვილეში ბომბი ეჭირა:
კორბეტის მეუღლე მაინცდამაინც არ მოიხიბლა და ისიც კი თქვა, ეს თასი არ მომეწონაო. ასეა თუ ისე, კორბეტმა მაინც ჩააბარა თასი და, თუმცა, მისთვისვე მოულოდნელად, ნომერ პირველ ეჭვმიტანილად იქცა.
რამდენიმესაათიანი დაკითხვისა და რამდენიმეკვირიანი ეჭვმიტანილობის შემდეგ, კორბეტის მიმართ კითხვის ნიშნები გაქრა. ცოლ-ქმარს სატელევიზიო შოუებშიც ეპატიჟებოდნენ, პიკლსს კი მედალი და არაერთი ჯილდო გადასცეს.
1966 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი ინგლისის ნაკრებმა მოიგო.
შემდგომი ცხოვრება
პიკლსი 1967 წელს მოკვდა. იმ დროს, როცა კატას მისდევდა, თოკით ხის ტოტს გამოედო და დაიხრჩო.
ლეგენდარული ძაღლი კორბეტის ეზოში დამარხეს, კორბეტი კი ცოცხალია და ამავე ადგილას ცხოვრობს.
როდესაც ლონდონის მოქალაქე უყურებს ინგლისელთა ლეგენდარული კაპიტნის ბობი მურის ფოტოს, რომელსაც ხელში თასი უჭირავს, კორბეტმა იცის, რომ ამაში მისი წვლილიც დიდია.
"ამის ნახვისას სიამაყით ვივსები და ის განცდაც კი მიჩნდება, რომ თასი მეც უნდა ამეწია".
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
კომენტარები