ალექსის სანჩესის თქმით, იგი მეტს ელოდა საკუთარი თავისგან, როცა არსენალიდან მანჩესტერ იუნაიტედში გადადიოდა.

მან ლონდონი 2018 წლის იანვარში დატოვა, მაგრამ ოპტიმალურ ფორმაში ჯერაც არ შესულა.

"საკუთარი თავისგან რაღაც უფრო მეტს ველოდი. ყველაფრის ასე სწრაფად შეცვლა ცოტა რთული აღმოჩნდა".

"პირველად მოხდა, რომ კლუბი ზამთარში გამოვიცვალე. ცხოვრებაშიც რთული პერიოდი მქონდა" - აღნიშნა სანჩესმა.