ის, რაც სევერუს სნეიპზე არ იცოდით - პოტერჰედებმა ფილმში დამალული დეტალი აღმოაჩინეს
"პოტერიადა" ამოუწურავია და სწორედ ამიტომ, პოტერჰედებს დიდი დრო არ აქვთ ხოლმე მოსაწყენად. ისინი ხშირად უბრუნდებიან ჯადოსნურ სამყაროზე შექმნილ ფილმებს და პოულობენ დეტალებს, რომლებიც აქამდე არავის შეუმჩნევია.
გარდა ამისა, მათ საკუთარი თეორიებიც აქვთ იმის შესახებ, რაზეც როულინგი გადაჭრით არ საუბრობს. სწორედ ასეთი თეორიაა ისიც, რომ სიკვდილის საჩუქრების მფლობელი ძმები დამბლდორის, ვოლდემორისა და ჰარის პროტოტიპები არიან.
გასაკვირი არაა, რომ ისინი კიდევ ერთხელ დაუბრუნდნენ ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ სცენას და სევერუს სნეიპის შესაყვარებლად კიდევ ერთი მიზეზი მოგვცეს.
პოტერჰედების ახალი აღმოჩენა სწორედ იმ პერიოდის სნეიპზე გვიამბობს, როცა მას დამბლდორის მკვლელად და ვოლდემორის ერთგულ მსახურად მივიჩნევდით. ყველას გემახსოვრებათ სიკვდილის საჩუქრების მეორე ნაწილში პროფესორი მაკგონაგელის და სევერუსის შერკინება, როცა ორდენის წევრები სკოლას აიღებენ. კიდევ ერთხელ გადახედეთ, რამე მნიშვნელოვანს ამჩნევთ?
უფრო ახლო კადრიდან დააკვირდით. მართალია სულ რამდენიმე კადრია, მაგრამ მარტივად შესამჩნევია.
კარგი, დაგეხმარებით. ამ მომენტს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ შერკინებას, რადგან სევერუსი მაკგონაგელის შელოცვებს არ პასუხობს და მხოლოდ იგერიებს მათ, მაგრამ საგულისხმოა როგორ აკეთებს ამას. სევერუსი შელოცვას კი არ ისხლეტს, მიმართულებას უცვლის და მის ზურგს უკან მდგომ სიკვდილის მხვრელებს თიშავს. კიდევ ერთხელ დააკვირდით შენელებულ კადრს.
ამ კადრებით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ სევერუსი, მაშინაც კი როცა სკოლას ვოლდემორის წესებით მართავდა და მოსწავლეებს მკაცრად ექცეოდა, სინამდვილეში ორდენის წევრი იყო და არა სიკვდილის მხვრელი. სწორედ ამიტომ არ შეიპყრო მან ჰარი, ამიტომ არ შეებრძოლა მაკგონაგელს, ამიტომ გათიშა კეროვები და გზა გაუთავისუფლა ორდენის წევრებს.
დიახ, ამ პატარა კადრებით როულინგმა და ეიტსმა პოტერჰედებს ნამდვილი თავსატეხი გაუჩინეს. მსგავსი ისტორიები კი ჩვენ გვაძლევს საფუძველს ყოველი ახალი ამბავი ჰარი პოტერის შესახებ ამ სიტყვებით დავამთავროთ - After all this time? - ALWAYS!
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები