ფეისბუქის სკანდალის შემდეგ, ილონ მასკმა SpaceX-ისა და Tesla-ს ოფიციალური გვერდები წაშალა
ფეისბუქისა და Cambridge Analytica-ს სკანდალის შემდეგ, გამომგონებელმა ილონ მასკმა თავისი, SpaceX-ისა და Tesla-ს ფეისბუქ გვერდები წაშალა. მან ეს გადაწყვეტილება ტვიტერზე მიღებული წერილების შემდეგ მიიღო, რომელშიც მას სთხოვდნენ, რომ #deletefacebook კამპანიისთვის მხარი დაეჭირა.
კამპანია #deletefacebook-ი Whatsapp-ის დამფუძნებელმა, ბრაიან ექტონმა წამოიწყო და პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით, ადამიანებს საკუთარი გვერდების გაუქმებისკენ მოუწოდა. მან ილონ მასკსაც მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ მის კომპანიებს ფეისბუქზე ოფიციალური გვერდები ჰქონდა.
ამის შემდეგ, ილონ მასკმა ორივე კომპანიის გვერდი მალევე გააუქმა. ამ წუთისთვის, ფეისბუქზე არც SpaceX-ისა და არც Tesla-ს გვერდები აღარ იძებნება. ყველა, ვინც ამ კომპანიების გვერდის მოძებნას შეეცდება, შეტყობინებას მიიღებს, რომ ეს გვერდი დროებით არ არის ხელმისაწვდომი.
მოგვიანებით, ილონ მასკმა ტვიტერზე ინსტაგრამის პოსტი გამოაქვეყნა, რომელზეც მომხმარებელმა უპასუხა, რომ ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ინსტაგრამი ფეისბუქის საკუთრებაა. კომენტარს მასკმა შემდეგნაირად უპასუხა: დიახ, ეს მეტისმეტია. ფეისბუქის გავლენა ნელნელა გვეპარება.
ფეისბუქი სკანდალში მისი მომხმრებლების ინფორმაციის გაჟონვის გამო გაეხვა. 2014 წელს ფეისბუქზე გამოჩნდა ქვიზი, სახელად this is your digital life, რომელიც ადამიანებს სთავაზობდა მათი პერსონალური ტიპის დადგენას. აპლიკაცია კემბრიჯის უნივერსიტეტის აკადემიკოსის, ალექსანდრ კოგანის მიერ იყო შექმნილი (უნივერსიტეტს კემბრიჯ ანალიტიკასთან არაფერი აკავშირებს). აპლიკაცია მონაცემებს არა მხოლოდ ქვიზში მონაწილე ადამიანების, არამედ მათი მეგობრების შესახებაც აგროვებდა. ამ გზით, კომპანიამ 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის ინფორმაციის მოპოვება შეძლო.
მოგვიანებით, ალექსანდრ კოგანმა შეგროვებული მონაცემები Cambridge Analytica-ს გაუზიარა. ამ უკანასკნელმა, მიღებული მონაცემების გამოყენებით შექმნა პროგრამა, რომელსაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეეძლო და მას ტრამპის საარჩევნო კამპანიისთვის იყენებდა.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები