მამუკა ბერძენიშვილის მხარდასაჭერად მედიის წარმომადგენლები ერთიანდებიან
26 მარტს, 12:00-ზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, მედიის წარმომადგენლები ბრიფინგს გამართავენ და პარლამენტს ნარკოპოლიტიკის ადეკვატური რეფორმის განხორციელებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ ფეისბუკში გიორგი ზურაბიშვილმა გაავრცელა.
მედიის წარმომადგენლების პროტესტი პირველი არხის მონტაჟის ყოფილი რეჟისორის, მამუკა ბერძენიშვილის დაკავებას უკავშირდება, რომელსაც ორი გრამი კლუბური ნარკოტიკის შეძენა/შენახვა/პირადი მოხმარებისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
გიორგი ზურაბიშვილის თქმით, ნარკოპოლიტიკა და შესაბამისი კანონები სასწრაფო ცვლილებებს საჭიროებს.
"იმის ფონზე, რომ ადამიანები გაუპატიურებისთვის ციხეში ხუთიდან შვიდ წლამდე მიდიან, ხოლო ნარკოტიკების გავრცელებისთვის შეიძლება, ექვსი წლით დაისაჯონ, მცირე ოდენობის ნარკოტიკის ფლობისთვის, ან პირადი მოხმარებითვის რვა წლით პატიმრობის შეფარდება, სახელმწიფოს მხრიდან, არაადამიანური და არაჰუმანური ნაბიჯია", - ნათქვამია განცხადებაში.
პროტესტის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ აუცილებელია კანონში დოზირებების განსაზღვრა, რათა ნებისმიერი დოზა განსაკუთრებულად დიდ ოდენობად არ ითვლებოდეს.
"ასევე, მიგვაჩნია, რომ მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ და სახელმწიფოს პოლიტიკა ზრუნვაზე ორიენტირებული უნდა იყოს", - ნათქვამია განცხადებაში.
ხვალ, 26 მარტს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი ადამიანები პირდაპირ ეთერში წაიკითხავენ მიმართვას და პარლამენტს მოუწოდებენ შეიმუშავოს ადეკვატური კანონმდებლობა.
"მამუკა ბერძენიშვილი არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის არანაირ საფრთხეს და მისი ადგილი პენიტენციურ სისტემაში ნამდვილად არ არის (რვა წელი?!)", - ნათქვამია განცხადებაში.
გიორგი ზურაბიშვილი მედიის წარმომადგენლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
კომენტარები