დეპუტატების შეფასებები პაპუნა უგრეხელიძის შესახებ სექსუალურ შევიწროების ბრალდებაზე
ბოლო ათი დღეა საქართველოში ქალები სექსუალური შევიწროებაზე ალაპარაკდნენ და საჯარო პირებს ადანაშაულებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის შემდეგ სექსუალურ შევიწროებაში საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი, პაპუნა უგრეხელიძე დაადანაშაულეს.
პაპუნა უგრეხელიძის წინააღმდეგ არა მხოლოდ დაზარალებული ქალის ისტორია, არამედ ომბუდსმენის დასკვნაც არსებობს. ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აქვს რამდენიმე ქალის საქმე, რომელიც პაპუნა უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებასა და მუქარაში ადანაშაულებს. დავა სასამართლოში მიმდინარეობს.
On.ge დაინტერესდა პარლამენტარების პოზიციით და მათ უგრეხელიძის საქმესთან დაკავშირებით ესაუბრა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს ერთი პოზიცია აქვთ. ისინი მიიჩნევენ, რომ პაპუნა უგრეხელიძის მიმართ ბრალდებები შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ. კითხვაზე, რატომ არ არის საკმარისი ომბუდსმენის დასკვნა იმისთვის, რომ პაპუნა უგრეხელიძის ბრალეულობა დამტკიცდეს, პასუხობენ, რომ დასკვნა საჯარო დოკუმენტი არ არის და არ იციან, რა წერია ტექსტში.
"ამ ფაქტებს დადასტურება სჭირდება. არ მაქვს ინფორმაცია ეს ფაქტები რეალურია თუ არა. სახალხო დამცველის დასკვნას არ გავცნობივარ, თუ ასეთი ფაქტი დადასტურდა, ამის გამართლება არ შეიძლება და შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს", - უთხრა On.ge-ს გიორგი კახიანმა, ქართული ოცნების წევრმა.
ამავე პარტიის კიდევ ერთი წევრი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საკითხზე მსჯელობისთვის ორივე მხარის მოსმენაა საჭირო.
"წინასწარ დასკვნების გაკეთება საზოგადოებისთვის და კონკრეტულად ბრალდების ობიექტისთვის სტრესის შემცველია. თუ ადამიანი მით უფრო მამაკაცი კადრულობს ისეთ რამეს, რასაც აბრალებენ, მაშინ ვფიქრობ არა მარტო საზოგადოებრივი გაკიცხვა და მორალური პასუხისმგებლობა, არამედ ამ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ზომებიც უნდა იყოს მიღებული", - აღნიშნავს ვოლსკი.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე პაპუნა უგრეხელიძის საქმესთან დაკავშირებით არ საუბრობს, რადგან ამბობს, რომ შემთხვევას არ იცნობს.
"საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს და ამ კონტექსტში კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განუცხადა On.ge-ს რომან გოცირიძემ.
On.ge სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებით, პატრიოტთა ალიანსის პოზიციის მოსმენასაც შეეცადა, თუმცა პარტიის წარმომადგენლებთან დაკავშირება ვერ შევძელით. მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. ასევე დეპუტატები არ ესწრებოდნენ ბიუროს სხდომას და არც პარლამენტში იმყოფებოდნენ.
პარტია ევროპული საქართველოს დეპუტატის ელენე ხოშტარიას თქმით, დაუშვებელია სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ პირებს სახელმწიფომ ხელი დააფაროს. დეპუტატის თქმით, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ძალადობასა და სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს, დაიცვან საკუთარი უფლებები.
"ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდა ომბუდსმენის დასკვნა და მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ საქმის კურსში და არანაირი რეაგირება არ მოხდა. დაუშვებელია, რომ ხელს აფარებდნენ თავის თანამშრომელს, ვინც არ უნდა იყოს ის. ამ ყველაფერს სამართლებრივი რეაგირება სჭირდება", - დასძენს ხოშტარია.
მას შემდეგ, რაც ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ ალაპარაკდნენ, ევროპულმა საქართველომ ქალთა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო.
ამ საკითხზე პარტიის წარმომადგენლები ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს საჯარო რეესტრის ხელმძღვანელის, პაპუნა უგრეხელიძის მიმართ ყოფილი თანამშრომლის მიერ სექსუალურ შევიწროებაზე გამოთქმული ბრალდებებიც.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები