რუსი ჩინოვნიკების რეაქციები კემეროვოში მომხდარ ხანძარზე
25 მარტს რუსეთში, ქალაქ კემეროვოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთაგან 41 ბავშვია, უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლება 85 ადამიანი.
დღეს, 27 მარტს, შემთხვევის ადგილზე რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩავიდა. პუტინმა მომხდარს "დანაშაულებრივი დაუდევრობა" და "გულგრილობა" უწოდა.
დღეს დილიდან დაღუპულების ოჯახის წევრები და ადგილობრივები, ქალაქის მთავარ მოედანზე საპროტესტო აქციას მართავდნენ. აქციის მთავარი მოთხოვნა ტრაგედიაში დამნაშავე პირების დასჯა და მომხდარზე პასუხისმგებელი ჩინოვნიკების გადადგომაა. აქციაზე მისულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს მოუწედეს დაშლილიყვნენ. ჩინოვნიკების მოწოდებას, აქციის მონაწილეების უკმაყოფილება და შეძახილები მოყვა.
კემეროვოს ადგილობრივი ხელისუფლებისა და სახელმწიფო ჩინოვნიკების განცხდადებები ტრაგედიასთან დაკავშირებით
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, იგორ ვოსტრიკოვმა, რომელმაც ხანძრის შედეგად 3 შვილი, ცოლი და და დაკარგა განაცხადა, რომ ხელისუფლება მოსახლეობას ისე ექცევა, როგორც ცხოველს. ამაზე კუზბასის ვიცე-გუბერნატორმა, სერგეი ცივილოვმა უპასუხა, რომ იგი მომხდარი ტრაგეედიით, ცდილობდა ქულები დაეწერა.
მონაწილეების შეძახილებზე ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომის შესახებ, ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა განაცხადა რომ პანიკა უადგილოა და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა გაუგებარია:
"რატომ არის ესეთი პანიკა? რა შუაშია ხელისუფლების გადადგომა? ბავშვები ყოველდღიურად კვდებიან, მათ შორის შიდსითაც ბევრი იტანჯება".
გუბერნატორის მოადგილე ვლადიმერ ჩერნოვი აქციაზე თეთრი პერანგით მივიდა, რასაც მომიტინგეების უკმაყოფილება მოყვა. ჩერნოვმა მიტინგის მონაწილეებს მიმართა:
"თქვენ როგორ ფიქრობთ, რადგან ბავშვები დაიღუპნენ თეთრი პერანგის ჩაცმა არ შეიძლება?"
მიტინგზე არ მისულა მხარის გუბერნატორი ამან ტულეევი. ტულეევი ასევე არ მისულა შემთხვევის ადგილზე, 25 მარტს. ეს კი იმით ახსნა, რომ მისი საავტომობილო კორტეჯი სამაშველო სამუშაოებს ხელს შეუშლიდა. შემთხვევის შემდეგ პირველ სატელევიზიო გამოსვლაში მხარის გუბერნატორმა, დაღუპელების ოჯახის წევრებისა და ადგილობრივების ნაცვლად ვლადიმერ პუტინს მიმართა.
"რა თქმა უნდა, ქვეყნის მმართველის როლი ასეთ დროს დიადია. მიუხედავად არადამიანური დატვრითვისა, ვლადიმერი პუტინმა პირადად დამირეკა და მითხრა, რომ დაღუპულების ოჯახებისთვის მიგვესამძიმრებინა და მუხლი მოგვეყარა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გამო მის მიმართ განსაკუთებულ მადლიერებას განვიცდი", - ამის შესახებ ტულეევმა, 26 მარტს ტრაგედიიდან მეორე დღეს, ტელეარხ Россия 24-თან ინტერვიუში ისაუბრა.
27 მარტს, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი პირადად ჩავიდა კემეროვოში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ტულეევმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ვლადიმერ პუტინს:
"ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, თქვენ მე პირადად დამირეკეთ, მადლობა ყველაფრისთვის. პირადად თქვენგან ვითხოვ პატიებას ჩვენს ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგედიის გამო".
ტულეევი და სხვა ადგილობრივი ჩინოვნიკები ძირითადად ოპოზიციას ესხმიან თავს და აცხადებენ, რომ ისინი ტრაგედიით პოლიტიკური ქულების მიღებას ცდილობენ.
კემეროვოში გამართულ აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლების მხოლოდ ერთმა ჩინოვნიკმა მოიხადა ბოდიში.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები