EMC: ახალი კანონპროექტით არსებული ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილება ვერ მოხდება
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მიიჩნევს, რომ უწყებათაშორისი კომისიის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტით ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილება ვერ მოხდება. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ეს კანონპროექტი ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტისგან "რადიკალურად განსხვავებულია".
ორგანიზაციის განმარტებით, პროკურატურის მომზადებული კანონპროექტი შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების დოზების ცვლილებას იმ მიზნით, რომ ცარიელი/მოხმარებული შპრიცის გამო ადამიანები წლობით ციხეში არ მიდიოდნენ. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ახალი კანონპროექტით არსებული ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილება ვერ მოხდება.
"კანონპროექტი ასწორებს მხოლოდ ერთ ანომალიას, რაც ქართულ ნარკოპოლიტიკას ახასიათებს, თუმცა უგულებელყოფს მთელ რიგ უსამართლობებს და სისტემურ პრობლემებს არსებულ ნარკოპოლიტიკაში. სამწუხაროა, რომ უწყებათაშორისი საბჭოს წევრები დაეთანხმნენ საკანონმდებლო ცვლილებების ფრაგმენტულად განხორციელებას", - ნათქვამია განცხადებაში.
EMC-ის განმარტებით, ხელისუფლება მუშაობას გააგრძელებს დავიწროებულ, ფრაგმენტულ კანონპროექტზე, რომელიც პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის ადამიანის დაპატიმრებას შესაძლებელს ტოვებს:
"ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, აჩვენებს სრულიად არაჯანსაღ დამოკიდებულებას იმ პროცესის მიმართ, რომელშიც ჩვენ სახელმწიფო უწყებებთან ერთად არაერთი თვის განმავლობაში ვიყავით და შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ კონსენსუსი მიღწეული ყოფილიყო".
ორგანიზაციის განცხადებით, როცა პარლამენტში კანონპროექტის განხილვა უნდა დაწყებულიყო, ხელისუფლების მხრიდან სტრატეგიის ცალმხრივად ცვლილება და პროცესში ჩართული არაერთი ჯგუფის მოთხოვნის იგნორირება, პროცესის ლეგიტიმურობას საეჭვოს ხდის.
"სამართალდამცავების მიერ შემოთავაზებული ხედვა უგულებელყოფს მოქალაქეთა მრავალწლიან და სამართლიან მოთხოვნას, ფუნდამენტურად შეცვლილიყო სადამსჯელო, რეპრესიაზე დამყარებული ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში".
ახალ კანონპროექტს მხოლოდ ძველი კანონპროექტის ინიციატორებმა არ დაუჭირეს მხარი.
ნარკოპოლიტიკის რეფორმა
ნარკოპოლიტიკის რეფორმის კანონპროექტი პარლამენტში, თითქმის, 10 თვის წინ დარეგისტრირდა. 5 მარტს რეფორმის განხილვა პარლამენტში ორი თვით გადაიდო. გადაწყვეტილება დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმდჯომარემ, აკაკი ზოიძემ On.ge-ს უთხრა, რომ დეპუტატების მხარდაჭერის გარეშე განხილვას აზრი არ აქვს.
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები