საგარეო უწყება: რუსეთმა პროვოკაციით ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები ძალის არგამოყენებაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 27-28 მარტს გამართული ჟენევის მოლაპარაკებებისას, რუსეთმა დესტრუქციული მიდგომა გამოიჩინა. ქართული მხარის განცხადებით, რუსეთმა "მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებებით" ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები ძალის არგამოყენების საკითხზე.
ქართულმა მხარემ შეხვედრისას განმარტა, რომ ძალის არგამოყენების შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განცხადების პროექტი, უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზანს - 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების პროცესის დაწყებას.
ჟენევაში გამართული შეხვედრისას განხილვის მთავარი საგანი იყო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უკანონო ხელყოფა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა.
ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმე
საგარეო უწყების ინფორმაციით, ჟენევაში ქართველმა მხარემ ტატუნაშვილის მკვლელობაზე სრული პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთს, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას.
"მონაწილეებმა საქართველოდან რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს, არ შეუქმნას დაბრკოლება გამოძიებას. მათ ასევე, ხაზი გაუსვეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივი დაკავების აუცილებლობას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ქართული მხარე ასევე აცხადებს, რომ ჟენევის შეხვედრაზე, თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან არჩილ ტატუნაშვილის, უკანონო დაკავება და სიცოცხლის ხელყოფა დაგმეს: "მათ არაჰუმანურ ქმედებად შეაფასეს ოჯახისათვის ცხედრის გადაცემის თითქმის ერთი თვით დაყოვნება".
ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაცია და უკანონო სამხედრო წვრთნები ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობად შეფასდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ეთნიკური წმენდის გაგრძელებად აფასებს აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი ქართველი მოსახლეობის იძულებით დარეგისტრირებას უცხოელებად.
საგარეო უწყების ცნობით, თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებაზე საგნობრივი განხილვების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ქართული ხმარის განცხადებაში აღნშნულია, რომ რუსეთის ფედერაციამ და საოკუპაციო რეჟიმებმა ჰუმანიტარული თემები პოლიტიკურ ჭრილში განიხილეს და დევნილთა საკითხის განხილვისას, ისევე როგორც ადრე, ახლაც დატოვეს მოლაპარაკებები.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2018 წლის ივნისში.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
კომენტარები