ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების მინისტრს, ზურაბ ალავიძეს თანამდებობაზე მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციის უფროსი, მაია ცქიტიშვილი შეცვლის.

სამთავრობო ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. კვირიკაშვილის განმარტებით, თანამდებობის დატოვების შესახებ ზურაბ ალავიძემ თვითონ მიმართა, რადგან კერძო სექტორში დაბრუნება სურს.

ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად 2016 წლის 29 ნოემბერს დაინიშნა. მანამდე, ის იყო მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი. ასევე, 2009-2010 წლებში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა კერძო სექტორში.

მაია ცქიტიშვილი 2012 წლის პირველი ნოემბრიდან მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2009 წელს ქართუ მენეჯმენტის დირექტორი. სხვადასხვა დროს ქართუ ჯგუფში, Georgian Air-ში, საქართველოს ავიახაზებში და სხვა კომპანიებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე იყო