მწერალი კოტე კირვალიძე ამბობს, რომ პოლიცია მას ფიზიკურად გაუსწორდა
"ამ დღეებში გავაკეთებ განცხადებას პოლიციელების მიერ ჩემი სასტიკი ცემის ფაქტზე" - ეს განცხადება მწერალმა, კოტე კირვალიძემ დღეს, 5 მაისს, თავის Facebook გვერდზე გააკეთა. On.ge-სთან საუბარში კი განმარტა, რომ 3 მაისს პოლიციამ ის და მისი მეუღლე ქუჩაში გააჩერა, ბიოლოგიური ანალიზის ჩაბარება მოსთხოვა, მოგვიანებით კი ის რუსთავის ნარკოლოგიურში სცემეს.
კირვალიძის თქმით, 3 მაისს მან და მისმა ცოლმა ქალაქგარეთ 1 ბოთლი ღვინო დალიეს, ხოლო საღამოს 8 საათისთვის სახლში დასაბრუნებლად ტაქსი გამოიძახეს. მისი განმარტებით, გზაზე ისინი ორმა მანქანამ გააჩერა, რომელთაგან ერთ-ერთი პოლიციის იყო. კირვალიძის თქმით, მანქანაში მსხდომმა პირებმა, რომლებასაც პოლიციის ფორმა არ ეცვათ, მასა და მის მეუღლეს განუცხადეს, რომ განყოფილებაში უნდა გადაეყვანათ:
"ვკითხე, რატომ, რა მიზეზით, რა დავარღვიე, მივდივარ ჩემთვის სახლში. ფეხით ვმოძრაობდით, საქმეც მაგაშია, ტაქსიც ჯერ არ იყო მოსული. არაფერი აგვიხსნეს და გარდაბნის განყოფილებაში გადაგვიყვანეს. იქ არ იყო ნარკოლოგიური და უკან, რუსთავის ნარკოლოგიურში წამოგვიყვანეს. მე განვაცხადე, რომ არ მეშარდვინება და მაქვს უფლება, რომ საერთოდ არ მივცე ეს ჩვენება და თუ მაიძულებთ, მითხარით მაშინ-მეთქი".
კირვალიძის განმარტებით, ამის შემდეგ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, როდესაც მან მათ უთხრა, რომ არის მწერალი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, უარესად დაუწყეს ცემა:
"ფანჯარა ღია იყო და ჩემს მეუღლეს გარეთ ესმოდა ჩემი ხმა. ექიმებიც იყვნენ მეორე ოთახში და ვითომ არ ესმოდათ [ჩემი ხმა]. საბოლოოდ მომიწია შარდის ჩაბარება, ჩემმა მეუღლემ კი თავიდანვე ჩააბარა. დაჟეჟილობები მაქვს თავზე, რამდენჯერმე მცემეს".
კირვალიძის განმარტებით, აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ის, მეუღლესთან ერთად, სახლში მიიყვანეს. მომდევნო დღეს კი, როდესაც გაიღვიძა, თავს ცუდად გრძნობდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა:
"სასწრაფოს მოჰყვა პატრული. შემდეგ თვითონ დამიკავშირდნენ და ახლაც მირეკავენ, რომ ჩვენება მივცე".
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ კირვალიძე და მისი მეუღლე ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. ხოლო რაც შეეხება კირვალიძის ცემას, უწყებამ ჩვენთან საუბარში ეს ფაქტი კატეგორიულად უარყო:
"მათი საქმე ადმინისტრაციული წესით სასამართლოში განიხილება. რაც შეეხება ცემას, ჩვენ ამ ფაქტს არ ვადასტურებთ. თუ მათ პრეტენზია აქვთ უნდა მიმართონ შსს-ს შესაბამის დანაყოფს-გენინსპექციას".
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
-
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
კომენტარები