როგორია დიპლომატების გაძევების პროცედურა
დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლა სხვადასხვა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების მიზეზი გახდა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა მკვლელობის მცდელობაში რუსეთს ადანაშაულებს და მთელ პასუხისმგებლობას მათ აკისრებს. რუსეთი ყველა ბრალდებას უარყოფს. პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა და რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა.
სერგეი სრიპალის მკვლელობის მცდელობაში რუსეთის მონაწილეობის მოსაზრებას იზიარებენ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნები. შედეგად, ბრიტანეთის მხარდასაჭერად 30-მდე ქვეყნიდან 150-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს.
დიპლომატების გაძევების პროცედურების შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რატომ აძევებენ დიპლომატებს?
დიპლომატებს აქვთ ხელშეუხებლობა იმ ქვეყნებში, სადაც მუშაობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა ვერ დაიწყება.
ამავე დროს, კანონის დარღვევისას შესაძლებელია, რომ მათ მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა აუკრძალონ. გარდა ამისა, გაძევების მიზეზი, შეიძლება, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის დაძაბვა გახდეს, როგორც ეს დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის შემთხვავევაში მოხდა.
ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობს ვენეციის კონვენცია არეგულირებს. კონვენციის მეცხრე მუხლის მიხედვით, მიმღებ ქვეყანას უფლება აქვს ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი მიზეზით დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამ ადამიანის ყოფნა არ სურთ.
ვინ წყვეტს კონკრეტულად ვინ უნდა გააძევონ?
მიმღები ქვეყნის მთავრობა წყვეტს დიპლომატებიდან ვინ უნდა დატოვოს ქვეყანა და ვის შეუძლია, დარჩეს.
რუსეთში დიდი ბრიტანეთის ელჩს ნოტა გადასცეს, რის შემდეგაც საელჩოში დაბრუნდა და დოკუმენტის შინაარსი თანამშრომლებს გააცნო. ზუსტად იგივე პროცედურა გაიარა დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩმა.
თუმცა არ არსებობს კონრეტული წესი და დადგენილება თუ როგორ უნდა აცნობო დიპლომატს გაძევების შესახებ. ელჩი, შეიძლება, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარონ და ზეპირად გააცნონ გადაწყვეტილება. შეიძლება, ნოტა გაუგზავნონ ან გამოიძახონ და პირადად გადასცენ.
პატრიკ დადი, ვენესუელაში აშშ-ის ყოფილი ელჩი ყვება, რომ 2008 წელს ვაშინგტონში მოკლე ვიზიტით იყო, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტმა შეატყობინა, რომ კარაკასში ვერ დაბრუნდებოდა. ვენესულელის პრეზიდენტმა, უგო ჩავესმა ტელეეთერით აშშ-ის ელჩი გააძევა.
რა ხდება მას შემდეგ, რაც დიპლომატს გაძევების შესახებ შეატყობინებენ?
დიპლომატი ვალდებულია, რომ კონკრეტულ ვადაში გაემგზავროს. უარი საერთაშორისო შეთანხმების დარღვევად აღიქმება და, შესაძლოა, ქვეყნებს შორის ურთიერთობის უფრო მეტად დაძაბვა გამოიწვიოს.
დიდმა ბრიტანეთმა რუს ელჩებს გამგზავრებისთვის ერთკვირიანი ვადა მისცა. თუმცა ხანდახან ბევრად ნაკლებ დროს აძლევენ - 72 საათს ან ერთ დღეს.
მას შემდეგ, რაც დიპლომატს გაძევების შესახებ აცნობებენ, დარჩენილ დროს აღარ მუშაობს. მთელ დროს ჩაბარგებასა და პირადი საკითხების მოგვარებას უთმობს. მაგალითად, ბავშვებისთვის სკოლის მოძებნა, თანამშრომლებთან და მეგობრებთან გამომშვიდობება და ა.შ.
შეუძლიათ თუ არა გაძევებულ დიპლომატებს დაბრუნდნენ იმ ქვეყანაში, საიდანაც გააძევეს?
პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების შემდეგ დიპლომატებს ქვეყანაში დაბრუნება იშვიათად შეუძლიათ. ასევე, არ არსებობს კონკრეტული ვადა, რომლის შემდეგაც დიპლომატს ქვეყანაში დაბრუნება შეეძლება.
რა ხდება გაძევების შემდეგ?
გაძევებულ დიპლომატებს ახალი სამსახურისთვის დიდი ხნით ლოდინი არ უწევთ. მათ მალევე ანაწილებენ სხვა ქვეყანებში, მიუხედავად ენობრივი შეზღუდვისა. ბევრი დიპლომატი ე.წ. რთულ ენებში სპეციალიზირდება, თუმცა მათგან უფრო მეტ ცოდნას ითხოვენ, ვიდრე მხოლოდ ენის ცოდნა.
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები