დევნილთა სამინისტრომ "სოფლად სახლის" შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხები გაზარდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ "სოფლად სახლის" შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხები გაზარდა. ამ თემასთან დაკავშირებით, მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა.
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ "სოფლად სახლის" პროექტი 2013 წელს დაიწყო. 2013 წლიდან დღემდე, ამ პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ სახლი 2000 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.
პროექტი არა ერთი მიმართულებით აღმოჩნდა წარმატებული. სოფლად შესყიდულ სახლებს თან ახლავს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. გარდა ამისა, დევნილი ოჯახები თავად არჩევენ საცხოვრებელ ადგილსა და სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. "სოფლად სახლის" შესყიდვის მოთხოვნით განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველა იმ დევნილი ოჯახის განსახლების საკითხი განიხილება, რომლებსაც მინიმუმ 3,5 ქულა მიენიჭებათ.
"სოფლად სახლის" შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა, დევნილი ოჯახების სულადობის გათვალისწინებით, 17 000 ლარიდან 31 000 ლარამდე მერყეობდა.
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ აღნიშნული თანხა გაზარდა და განსაკუთრებული პრიორიტეტი მრავალსულიან დევნილ ოჯახებს მიანიჭა. მაგალითისათვის, 7-სულიან დევნილ ოჯახს სამინისტრო "სოფლად სახლის" შესყიდვის მიზნით, 26 000 ლარს ნაცვლად, 32 000 ლარს გამოუყოფს.
სამინისტრო დევნილი ოჯახების განსახლების პარალელურად, მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენაზეც ზრუნავს. ამ მიზნით, სამინისტროსთან არსებული საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, USAID-თან ერთად, ახალ პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში, დევნილ ოჯახებს, რომლებსაც სამინისტრომ "სოფლად სახლი" უკვე შეუსყიდა,
სასათბურე მეურნეობის დასაწყებად ან განსავითარებლად გრანტები გადაეცემათ. დაფინანსებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში მცხოვრებ დევნილებს. პროექტის ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს. დევნილ ოჯახზე გრანტის მაქსიმალური ოდენობა 10 000 ლარით განისაზღვრა.
დაფინანსების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 30 მარტს დაიწყება და 30 აპრილამდე გაგრძელდება. დევნილი ოჯახები განაცხადებს თბილისში, ზუგდიდში, გორსა და ახალციხეში USAID-ის პროექტის ზრდა საქართველოში ოფისებში შეავსებენ.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები