ლოს-ანჯელეს გალაქსის ახალი წევრის ზლატან იბრაჰიმოვიჩის თქმით, მისი გონება, მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლამდეც კი ლოს ანჯელესში იყო, თუმცა მაშინ ეს ტრანსფერი არ შედგა და ბედმა ის აქ მაინც მიიყვანა.

"ვიცი, რომ დიდი დრო გამიცდა და რიტმიდანაც ამოვარდნილი ვარ. ახლა კი მინდა, რომ მოედანზე დავბრუნდე, ბალახის სურნელი შევიგრძნო, ბურთს შევეხო".

"თავს ახალგაზრდულად ვგრძნობ. როგორც ერთხელ ვთქვით, ბენჯამინ ბატონივით ვარ. მოხუცი დავიბადე და ახალგაზრდა მოვკვდები", - აღნიშნა ზლატანმა.

მან ასევე გულშემატკივრები დაამშვიდა და უთხრა, რომ ასაკის გამო ჩამოწერილად არ უნდა ჩათვალონ.

"ჩემს ასაკზე არ იდარდოთ. ვიცი რომ 37 (36) წლის ვარ, თუმცა როცა ინგლისში გადავედი, ამბობდნენ, რომ ასაკში ვიყავი, სამ თვეში კი უკვე იმაზე საუბრობდნენ, რომ დავფრინავდი".