10 ტიპის თანამშრომელი, რომელიც ყველას გვყავს
ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ძალიან ჰგვანან კიდეც ერთმანეთს. ოფისის სიტუაციები - თანამშრომლების დაბადების დღეები, საუბრები წყლის დისპენსერთან სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად იდენტურიც კია.
მაშ ასე, წარმოგიდგებთ 10 ტიპის თანამშრომელს, რომელიც ყველას გვყავს.
1. ლანჩს რომ გვიჭამს
თუ თქვენ ხართ ეს თანამშრომელი, გირჩევთ, რომ დროულად შეწყვიტოთ. ზოგიერთ სამსახურში ამ პრობლემის მოსაგვარებლად მაცივართან კამერაც კი დააყენეს, მაგრამ ეს უკიდურესი ზომაა.
ტიპური ფრაზა: მე არ ამიღია!
2. სულ მუსიკას რომ უსმენს არც ისე ჰერმეტული ყურსასმენებით
ასეთი თანამშრომელი გვაიძულებს, რომ ჩვენც გვიყვარდეს მინიმალ-ტექნო ან მძიმე მეტალი. ჯერჯერობით დაუდგენელია, უწყობს თუ არა ამ მუსიკის მოსმენა ხელს პროდუქტიულობას.
ტიპური ფრაზა: რაა? (როცა ხელების ქნევით ეძახი და ანიშნებ, ცოტა ჩაუწიოს)
3. სულ დიეტაზე მყოფი
ეს არის თანამშრომელი, რომელიც ყველას წონაზე ელაპარაკება, მუდმივად დიეტაზეა და ამის მიუხედავად, შედეგს ვერასდროს ხედავს. ასეთ თანამშრომლებს უნდა მოვუფრთხილდეთ და დავაფასოთ, რადგან დაბადების დღეებზე ისინი ხშირად ამბობენ ტორტზე უარს და ჩვენ მეტი გვრჩება.
ტიპური ფრაზა: ახალ დიეტას ვიწყებ
4. თანამშრომელი, რომელიც ცოტას მუშაობს და შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს კომპანია მასზე დგას
ეს ცალკე ნიჭია და აუცილებლად უნდა ჯილდოვდებოდეს, ოღონდ სამსახიობო სფეროში.
ტიპური ფრაზა: რა თქმა უნდა, შემიძლია გვიანობამდე დარჩენა
5. ოფისის კომიკოსი
ეს ადამიანი ყველაზე მეტს ხუმრობს და ამაში ცუდი არაფერია, თუ რა თქმა უნდა, სამიზნედ მხოლოდ ერთ ადამიანს არ ირჩევს და მას ყველას თვალწინ იგდებს მასხრად. ხშირ შემთხვევაში კომიკოსი სხვებსაც აიძულებს, მხარი აუბან.
ტიპური ფრაზა: კაი, რა გეწყინა
6. ჯუჯღუნა
ეს რა ლეპტოპია, ეს რა მაგიდაა, ეს რა პრინტერია, ეს რა ოფისია
ტიპური ფრაზა: რა დავაშავე?!
7. "ჩამშვები თანამშრომელი"
ეს იმ ბავშვის გაზრდილი ვერსიაა, რომელიც სკოლაში მასწავლებელს ახსენებდა, რომ მოსწავლეებისთვის დავალების მიცემა დაავიწყდა.
ტიპური ფრაზა: და იმ პროექტზე რას ვშვრებით?
8. საიდუმლოებით მოცული აიტის თანამშრომელი
ის არავის ესაუბრება, ჰაერით იკვებება და მზის დანახვისთანავე იწვის. სამაგიეროდ, ჩვენი კომპიუტერების ჩვენზე უკეთ ესმის.
ტიპური ფრაზა: დარესტარტება სცადეთ?
9. სოციალური მხეცი
ეს არის ადამიანი, რომელსაც სულ კონტაქტი უნდა, მაშინაც კი, როცა ყველა საქმეშია ჩაფლული
ტიპური ფრაზა: მოწევა არავის უნდა?
10. ტუალეტის ბინადარი
თუ ტუალეტი საათობით დაკავებულია, შეგიძლიათ ფსონი დადოთ, რომ მასში სწორედ ეს ადამიანია
ტიპური ფრაზა: ჩარეცხვის ხმა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები