2017 წელს ნარკოტესტირებაზე გადაყვანილი ადამიანებიდან ბიოლოგიური მასალა 11 914-მა ჩააბარა, სადიდანაც თითქმის ნახევარს, 5 318 ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არ დაუდგინდა.

შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ სახალხო დამცველის აპარატისთვის წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, საერთო ჯამში, ნარკოლოგიურ გამოკვლევაზე 13 175 პირი გადაიყვანეს და აქედან ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი მხოლოდ 1 261-მა ადამიანმა თქვა.

სახალხო დამცველის ცნობით, გასულ წელს პოლიციელები, ხშირად, არ ითვალისწინებდნენ კანონის მოთხოვნას და ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარის შემთხვევაში ბრალდებულებს არ ათავისუფლებდნენ.

პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი პოლიციის თანამშრომელს ავალდებულებს, შეწყვიტოს პოლიციის სამართლებრივი ქმედება, თუ აშკარაა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.