სოფელი თაქალო და სკოლამდელი განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვები
"ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ სოფელი თაქალო არსებობს. არც გზა გვაქვს, არც სასმელი წყალი, არც სამედიცინო პუნქტი და არც საბავშვო ბაღი,”- ამბობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში მცხოვრები 31 წლის ელვინ ისმაილოვი.
თაქალო თბილისიდან 65 კმ-ის მოშორებით, აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვართან მდებარეობს. სოფელი, სადაც ამჟამად 1500-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მარნეულის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ დიდ სოფლად ითვლება. სოფლამდე მისასვლელი დანგრეული გზითაც ადვილად მიხვდებით, რომ აქ მცხოვრებ მოსახლეობას ბევრი პრობლემა აქვს.
51 წლის ზეინაბ მიკაილოვა, რომელსაც ორი შვილიშვილი ჰყავს, ამბობს, რომ ახლა ყველაზე მეტად ბავშვებს ქართული ენის სწავლაში დახმარება სჭირდებათ:
“მაღაზიაში პურის საყიდლად რომ მივდივართ, მაშინაც კი რუსულად ვლაპარაკობთ. ქართველებს ეს არ მოსწონთ. ჩვენც გვინდა, რომ ქართული ვიცოდეთ. ვცდილობ, რომ შვილშვილებს თვლა და წერა-კითხვა მაინც ვასწავლო, მაგრამ მოხუცი ვარ და ბავშვებს რეგულარულად ვერ ვამეცადინებ. სოფელში საბავშვო ბაღი რომ იყოს, პრობლემა შეგვიმსუბუქდებოდა. ჩვენ თუ ვერ ვისწავლეთ, ჩვენმა შვილებმა მაინც ისწავლონ,” - აცხადებს ჰამიდ მიქალოვი.
თაქალოელ ელვინ ისმაილოვს ხუთი წლის ბიჭი ჰყავს, რომელსაც საბავშვო ბაღში არასოდეს უვლია. ელვინი ამბობს, რომ თავის დროზე ბაღში არც ის დადიოდა და ამის გამო სკოლაში სწავლა და ქართული ენის შესწავლა გაუჭირდა: “ქართული არ ვიცი, რის გამოც პროფესიული განათლებაც ვერ მივიღე. არ მინდა, რომ ჩემი შვილიც იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. ახლა ჩვენს სოფელში სპორტულ მოედანს აკეთებენ და ამისთვის დიდი თანხა გამოყვეს. სპორტული მოედანიც საჭიროა, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ბავშვებს სკოლამდელი განათლება სჭირდებათ.”
თაქალო კაჩაგანის თემში შედის. კაჩაგანის წარმომადგენელი მარნეულის საკრებულოში, ხოსროვ ნამაზოვი აცხადებს, რომ თაქალოში საბავშვო ბაღის გახსნის მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მერიას უკვე მიმართეს: “მარნეულის მუნიციპალიტეტში 78 სოფელია, აქედან 70 სოფელში საბავშვო ბაღი არ არის. მერიას უკვე მივმართეთ და იმედი გვაქვს, რომ სექტემბრამდე თაქალოში სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულება აუცილებლად ამოქმედდება."
საქართველოში, 2015 წელს ჩატარებული “მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის” თანახმად, 3-5 წლის ბავშვების მხოლოდ 62.3% დადიოდა საბავშვო ბაღში. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია სოფლებში - 55.1%. UNICEF-ის ცნობით, ევროკავშირის 27 ქვეყანაში საშუალო მაჩვენებელი 82.6%-ია.
UNICEF-ის საქართველოს ოფისის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ყუფარაძე სკოლამდელი განათლების აუცილებლობაზე საუბრობს: “ბაღი - იგივე სკოლამდელი განათლება აუცილებელია ბავშვისთვის. საბავშვო ბაღში მიღებული ცოდნით ბავშვი სკოლისთვის ძალიან კარგად ემზადება და მისთვის აუცილებელ სოციალურ უნარ-ჩვევებს იძენს. არაერთი კვლევა მოწმობს, რომ ის ბავშვები, რომლებსაც მიღებული აქვთ სკოლამდელი განათლება, სკოლაში უფრო ადვილად სწავლობენ. გარდა ამისა, თანატოლებთან უფრო მეგობრულები არიან, მათთან კონფლიქტის გარეშე ამყარებენ ურთიერთობას, უფრო აქტიურები არიან და სკოლის გარემოსაც უფრო ადვილად ეჩვევიან.”
მაია ყუფარაძე ამბობს, რომ სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვმა საბავშვო ბაღში მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში მაინც აუცილებლად უნდა იაროს. ბაღისთვის სოფელში ახალი შენობის აშენება კი ხშირად შესაძლოა, აუცილებელი სულაც არ იყოს და ამისთვის მუნიციპალიტეტმა მის საკუთრებაში არსებული რომელიმე ნაგებობის ნაწილი გამოიყენოს.
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები