რეჟისორისა და მწერლის, რეზო გაბრიაძის ჩანაწერების მიხედვით მისმა შვილმა, ლევან გაბრიაძემ ანიმაციური ფილმი შექმნა, რომელშიც მოთხრობილია, როგორ "შეხვდა" ქინ-ძა-ძასა და მიმინოს სცენარისტი სტალინს, ლენინსა და ჰიტლერს.

ანიმაციურ ფილმს "იცი დედა, სად ვიყავი?" ჰქვია. ლევან გაბრიაძე ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელება უკვე 20 წელია, მისი ოცნებაა.

ტრეილერს "ქუთაისი ქალაქია" ადევს ფონად.

ანიმაციური ფილმი რუსეთის კულტურის სამინისტრომ დააფინანსა. მისი პრემიერა რუსეთში 26 აპრილს შედგება